გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი უკრაინაში ჩავიდნენ, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის სარკინიგზო კომპანიის პრესსამსახურში განაცხადეს.
მედიის ინფორმაციით, ვიზიტი უსაფრთხოების მიზეზების გამო არ დაანონსდა. აღსანიშნავია, რომ ხვალ ევროპულმა კომისიამ უკრაინის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით რეკომენდაცია უნდა გასცეს.
ფოტო, რომელზეც უკრაინაში მიმავალი სამი ქვეყნის ლიდერია აღბეჭდილი, სოციალურ ქსელებში პოპულარულია. სურათი მატარებელშია გადაღებული.