ავტორი:

"სიტუაცია გაიხლიჩა, გაჩნდა პირობითად "ნაცების" და "ქოცების" აქცია - ჩვენ გადავწყვიტეთ 18 ივნისს, დედაენის ბაღში შევიკრიბოთ" - სანდრო რაქვიაშვილი

"სიტუაცია გაიხლიჩა, გაჩნდა პირობითად "ნაცების" და "ქოცების" აქცია - ჩვენ გადავწყვიტეთ 18 ივნისს, დედაენის ბაღში შევიკრიბოთ" - სანდრო რაქვიაშვილი

სიტუაცია გაიხლიჩა, გაჩნდა პირობითად "ნაცების" და "ქოცების" აქცია, ჩვენც და ბევრ ჩვენს მხარდამჭერს გაუჩნდა დისკომფორტის განცდა, რა არჩევანი გაგვეკეთებინა, ამიტომ გადავწყვიტეთ 18 ივნისს, დედაენის ბაღში შევიკრიბოთ, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროინტეგრაცია აქტუალური თემაა, დისკუსია არ მიდის იმაზე თუ რა არის ევროპა და რატომ არის მნიშვნელოვანი ევროინტეგრაცია. რაქვიაშვილი აღნიშნავს, რომ დედაენის ბაღში მისულ ადამიანებს სწორედ ამ საკითხებზე ესაუბრებიან.

"ჩვენი შეკრება არ გამორიცხავს იმას, რომ იქ მოსული ადამიანები სხვა აქციაზეც წავიდნენ. ჩვენ გავუგზავნეთ მოწვევა "ფეისბუქის" მეშვეობით თითქმის ყველა პოლიტიკურ პარტიას. თუ მოვლენ, გაგვიხარდება და საინტერესო იქნება,"- განაცხადა რაქვიაშვილმა.