ავტორი:

"საქართველოსთვის საფრთხე არ გამქრალა... ყველა ქვეყანა, რომელიც ახლოს მდებარეობს რუსეთთან, პოტენციური საფრთხის ქვეშაა" - ლატვიის თავდაცვის მინისტრი

"საქართველოსთვის საფრთხე არ გამქრალა... ყველა ქვეყანა, რომელიც ახლოს მდებარეობს რუსეთთან, პოტენციური საფრთხის ქვეშაა" - ლატვიის თავდაცვის მინისტრი

მნიშვნელოვანია საქმე და არა სიტყვები. 2008 წელს რომ სწორი რეაგირება გვქონოდა, რუსეთის საქართველოში შეჭრის დროს, არ იქნებოდა 2014 წელს ყირიმში შეჭრა და 2014 წელს რომ სწორად გვემოქმედა, არ იქნებოდა 2022 წლის შეჭრა, - ამის შესახებ ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, არტის პაბრიკსმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი იმართება.

"საკითხავია, ვიმოქმედებთ ახლა სწორად, რათა თავიდან ავიცილოთ შემდგომი ომი, ეს ძირითადად იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვჭირდება წინასწარ მეტი ძალების განთავსება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ბალტიის ქვეყნები. უნდა იყოს შეიარაღება, დასავლეთის ეკონომიკური ბერკეტები უკრაინის დასახმარებლად უნდა იქნას გამოყენებული, რადგან უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და რუსეთი უნდა დამარცხდეს. აქედან სხვა გამოსავალი არ არსებობს. ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ ლამაზი სიტყვები, ჩვენ ასევე გვსურს კარგი დოკუმენტები და დაპირებები, რომლებიც დაგვეხმარება“, - აღნიშნა ლატვიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

არტის პაბრიკსმა საქართველოზე საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის რუსეთიდან მომდინარე საფრთხე არ გამქრალა.

"საქართველოსთვის საფრთხე არ გამქრალა. ეს ძალიან მკაფიოა. ყველა ქვეყანა, რომელიც ახლოს მდებარეობს რუსეთთან პოტენციური საფრთხის ქვეშაა. სწორედ ამიტომაა, რომ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ფინეთი და შვედეთი წევრიანდებიან ნატო-ში. ისინი აცნობიერებენ, რომ საფრთხის ქვეშ არიან,”- აღნიშნა ლატვიის თავდაცვის მინისტრმა.