ავტორი:

"ვიხილეთ რუსული ძალების ბარბაროსობის კვალი" - ოლაფ შოლცი, ემანუელ მაკრონი, მარიო დრაგი და კლაუს იოჰანისი ირპინში იმყოფებოდნენ (ფოტოები)

"ვიხილეთ რუსული ძალების ბარბაროსობის კვალი" - ოლაფ შოლცი, ემანუელ მაკრონი, მარიო დრაგი და კლაუს იოჰანისი ირპინში იმყოფებოდნენ (ფოტოები)

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი კიევის ოლქის ქალაქ ირპინში იმყოფებოდნენ.

გამოცემა The Guardian-ის ცნობით, ქალაქის მონახულების შემდეგ ემანუელ მაკრონმა უკრაინის არმიის გმირობა შეაქო და განაცხადა, რომ მათ რუსული ძალების "ბარბაროსობის კვალი" იხილეს.

შეგახსენებთ, ევროპის ოთხი ქვეყნის ლიდერები უკრაინაში დღეს ჩავიდნენ. მათი განცხადებით, ვიზიტის მიზანი უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატვა, ასევე იმის ხაზგასმაა, რომ დახმარება, რომელსაც უკრაინას აწვდიან, გაგრძელდება მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება.