ავტორი:

"ხუთი დღეა საზღვარზე ჰყავთ, არ აქვს საკვები და წყალი" - ბლოგერს, რომელზეც რუსეთში სისხლის სამართლებრივი დევნაა გამოცხადებული, საქართველოში არ უშვებენ

"ხუთი დღეა საზღვარზე ჰყავთ, არ აქვს საკვები და წყალი" - ბლოგერს, რომელზეც რუსეთში სისხლის სამართლებრივი დევნაა გამოცხადებული, საქართველოში არ უშვებენ

რუსეთის მოქალაქე, ყაბარდო ბალყარელ ბლოგერს, ინსა ლანდერს, რომელზეც რუსეთში სისხლის სამართლებრივი დევნაა გამოცხადებული, ლარსის საზღვარზე, რუსეთიდან საქართველოში არ უშვებენ.

როგორც გამოცემა kavkazr.com წერს, ინსა ლანდერი ყაბარდო-ბალყარეთიდან შინაპატიმრობიდან გაიქცა, 12 ივნისს, საღამოს, ლარსზე, რუსეთ-საქართველოს სახმელეთო საზღვრის გადაკვეთა სცადა. ქართველი მესაზღვრეები კი უკვე 5 დღეა მას ქვეყანაში არ უშვებენ და ორ ქვეყანას შორის ნეიტრალურ ზონაში უწევს ღამის გათევა.

აღნიშნულის შესახებ ფონდ "თავისუფალი რუსეთის“ დირექტორმა იგორ კუროპტევმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, ლანდერს არ აქვს საკვები და წყალი და ყოველივეს საზღვარზე გამვლელები უზიარებენ. ჯერჯერობით უცნობია, თუ რატომ ეუბნებიან ბლოგერს მესაზღვრეები საზღვრის კვეთაზე უარს. რუსეთში ლანდერს შინაპატიმრობის დარღვევისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსება ემუქრება.

  • პრესკონფერენციას ესწრებოდა ლიეტუვის ელჩი საქართველოში ანდრუს კალინდრა, რომელმაც თქვა, რომ ლიეტუვა მზადაა ლანდერი ვილნიუსში გადაიყვანოს და საქართველოს საზღვარზე საკითხის გადაწყვეტის შემთხვევაში, მას ვიზა მიაწოდოს.

რუსეთში მისი სისხლის სამართლებრივი დევნა დაკავშირებულია ჟურნალისტურ საქმიანობასთან. ლანდერი იძიებდა ერთ-ერთი საქველმოქმედო ფონდის შესაძლო ფინანსურ დარღვევებს, რომელშიც სავარაუდოდ, ჩართული იყო მაღალჩინოსანი ყაბარდო ბალყარეთიდან.

რუსი უფლებადამცველები ბლოგერის მიმართ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.