ავტორი:

"ევროკავშირის წევრობასა და ძველ ჰაუბიცებს დაჰპირდებიან, "გორილკით" გაილეშებიან და შინ მატარებლით დაბრუნდებიან" - მედვედევი ევროპელი ლიდერების კიევში ვიზიტზე

"ევროკავშირის წევრობასა და ძველ ჰაუბიცებს დაჰპირდებიან, "გორილკით" გაილეშებიან და შინ მატარებლით დაბრუნდებიან" - მედვედევი ევროპელი ლიდერების კიევში ვიზიტზე

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი და ამჟამად რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ევროპელი ლიდერების კიევში ვიზიტს ირონიით პასუხობს.

"ბაყაყების, ლივერის ძეხვებისა და სპაგეტის ევროპელ თაყვანისმცემლებს უყვართ კიევში სტუმრობა,”- წერს მედვედევი „ტვიტერში“.

მისი განცხადებით, ისინი უკრაინას ევროკავშირის წევრობასა და ძველ ჰაუბიცებს დაჰპირდებიან, უკრაინული ალკოჰოლური სასმელით, „გორილკით“ "გაილეშებიან“ და შინ მატარებლით დაბრუნდებიან ისე, როგორც 100 წლის წინ.

ყველაფერი კარგი, მაგრამ ეს უკრაინას მშვიდობასთან ახლოს ვერ მიიყვანს. საათი წიკწიკებს“, - წერს მედვედევი.

ნახეთ ასევე: