ავტორი:

ზელენსკის, მაკრონისა და შოლცის კიევში  შეხვედრის ამსახველი პირველი კადრები - რას წერს უკრაინის პრეზიდენტი

ზელენსკის, მაკრონისა და შოლცის კიევში  შეხვედრის ამსახველი პირველი კადრები - რას წერს უკრაინის პრეზიდენტი

ევროპელი ლიდერები დღეს უკრაინას სტუმრობენ. კიევში იმყოფებიან საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და რუმინეთის პირველი პირები. უკვე შედგა მათი შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რომელიც "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე შეხვედრის ამსახველ პირველ კადრებს აქვეყნებს.

"მნიშვნელოვანი შეხვედრები. მოხარული ვარ, რომ შევხვდი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს, იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის და რუმინეთის პრეზიდენტს, კლაუს იოჰანისს", - წერს ზელენსკი.