ავტორი:

"ისეთი სასაცილო სისულელე წავიკითხე... ახლახანს ველაპარაკე პრეზიდენტს" - კადიროვი აცხადებს, რომ ინფორმაცია პუტინის კომაში ყოფნის შესახებ, სიცრუეა

"ისეთი სასაცილო სისულელე წავიკითხე... ახლახანს ველაპარაკე პრეზიდენტს" - კადიროვი აცხადებს, რომ ინფორმაცია პუტინის კომაში ყოფნის შესახებ, სიცრუეა

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი კომაშია, სიცრუეა.

"ისეთი სასაცილო სისულელე წავიკითხე, რომ ჩვენი პრეზიდენტი კომაშია და ახლა შემცვლელს ეძებენ. იმედი უნდა გაგიცრუოთ - ახლახანს ველაპარაკე პრეზიდენტს, მას ძალიან მხნე მეთაურის ხმა აქვს“, - წერს კადიროვი "ტელეგრამის“ არხზე.

ის ასევე მოუწოდებს უცხოურ საინფორმაციო სააგენტოებს, რომ "მოკეტონ.“ წინააღმდეგ შემთხვევაში, "თავის მართლება მოუწევთ თუკი ამის დრო ექნებათ."

  • ცნობისთვის, გამოცემა OBOZREVATEL-ი აქვეყნებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, რუსი დიქტატორის ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობა ურთულესია და ის კომაშია.

გამოცემა აღნიშნულს დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით წერს. "სავარაუდოდ, სიმსივნის მოსაშორებლად ჩატარდა წარუმატებელი ოპერაცია, რის შემდეგაც პუტინი კომაშია, კრემლმა კი ძალაუფლების გადაბარების მომზადება დაიწყო“, - წერს OBOZREVATEL-ი. გაეცანით დეტალურად