ავტორი:

"15 000 რუსი მილიონერი, სავარაუდოდ, ქვეყნის დატოვებას ცდილობს.. სკეპტიციზმი ძლიერია ბიზნეს ელიტასა და ოლიგარქთა შორის" - ბრიტანული დაზვერვა

"15 000 რუსი მილიონერი, სავარაუდოდ, ქვეყნის დატოვებას ცდილობს.. სკეპტიციზმი ძლიერია ბიზნეს ელიტასა და ოლიგარქთა შორის" - ბრიტანული დაზვერვა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსული ძალები, სავარაუდოდ, აგრძელებდნენ პოპასნას კონტროლის აღდგენის მცდელობებს, საიდანაც ისინი შეეცდებიან სამხრეთიდან სევეროდონეცკის ალყაში მოქცევას, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს განახლებულ სადაზვერვო ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, ომმა რუსეთში სახელმწიფოს ავტორიტარიზმისკენ სწრაფვა დააჩქარა. ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის დუმამ მიიღო კანონი, რომელიც 20 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაში მიიღებენ მონაწილეობას.

"მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვების დროს რუსების უმრავლესობა მხარს უჭერს "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას", მოსახლეობის ნაწილი ასევე პასიურად ავლენს თავიანთ წინააღმდეგობას. ომის მიმართ სკეპტიციზმი, ასევე განსაკუთრებით ძლიერია რუსეთის ბიზნეს ელიტასა და ოლიგარქთა შორის. როგორც ცნობილია, 15 000 რუსი მილიონერი სავარაუდოდ, უკვე ცდილობს ქვეყნის დატოვებას“, -ნათქვამია დაზვერვის განცხადებაში.