ავტორი:

"ერთი ოლიგარქის თავგასულობის გამო იღუპება ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი - მხარს ვუჭერ ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესებას" - პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი

"ერთი ოლიგარქის თავგასულობის გამო იღუპება ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი - მხარს ვუჭერ ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესებას" - პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი

მორიგ ჯერზე უარი მითხრეს პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრაზე მიუხედავად იმისა, რომ ეს პირობა მომცა პრემიერმა ღარიბაშვილმა პრემიერ მორავეცკის თანდასწრებით. საერთოდ, ევროპული დემოკრატიის პრინციპებში არ ჯდება, რომ პატიმრობაში იყოს და დასჯილ იქნას დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი, - ამის შესახებ პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერმა მალგორზატა გოშიევსკამ "ვივამედის“ კლინიკასთან მისვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განცხადებით, ეს მეორე შემთხვევაა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი ქართული სასამართლოს მიერ მისჯილი ბრალდებით საპატიმროში იმყოფება.

"ერთმანეთს ვხვდებით საავადმყოფოს წინ, რომელშიც პატიმრობაში იმყოფება პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მორიგ ჯერზე უარი მითხრეს პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრაზე მიუხედავად იმისა, რომ ეს პირობა მომცა პრემიერმა ღარიბაშვილმა პრემიერი მორავეცკის თანდასწრებით. საერთოდ, ევროპული დემოკრატიის პრინციპებში არ ჯდება, რომ პატიმრობაში იყოს და დასჯილ იქნას დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი.

მიხეილ სააკაშვილი იყო დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი და ეს არის მეორე შემთხვევა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი იმყოფება საპატიმროში ქართული სასამართლოს მიერ მისჯილი ბრალდებით. თუ სახელმწიფო და მართლმსაჯულება არ გამოხატავს პატივისცემას ქვეყნის პირველი პირის მიმართ, რა უნდა ქნას უბრალო ადამიანმა ქვეყანაში?

ნორმები არამხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილს, არამედ მომდევნო პრეზიდენტსაც ჩამოართვეს - დაცვა და ის შეღავათები, რომელიც კანონის წესით ეკუთვნოდა. როგორ შეიძლება ეს აღიქმებოდეს ევროპაში, მითუმეტეს, ამ სიტუაციაში, როდესაც ქვეყნის მომავალზე დგას საკითხი? ქართული საზოგადოება აბსოლუტური უმრავლესობით მხარს უჭერს ევროპულ საზოგადოებაში გაწევრიანებას და ინტეგრაციას“, - აღნიშნა მალგორზატა გოშიევსკამ.

მისივე თქმით, პრეზიდენტ სააკაშვილთან „საერთაშორისო ექიმების ჯგუფის არდაშვება და სამკურნალოდ არგაშვება ჩვეულებრივი ბარბაროსული აქტია“.

"ოპოზიციური პარტიები აბსოლუტურად მკაფიოდ გამოხატავენ მზაობას და მოწოდებას, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. მიუხედავად ქვეყანაში არსებული დაძაბულობისა, გუშინ შევხვდი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებმაც კიდევ ერთხელ დამიდასტურეს მათი მკაფიო პოზიცია. მინდა პირადად განვაცხადო, რომ არ შეიძლება ქვეყნის და ხალხის დასჯა ერთი ოლიგარქის თავგასულობის, სიძულვილისა და პრორუსული განწყობების გამო. ამიტომ, სრულიად ვუჭერ მხარს ევროპარლამენტის განცხადებას ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესების შესახებ.

პრეზიდენტ სააკაშვილთან საერთაშორისო ექიმების ჯგუფის არდაშვება და სამკურნალოდ არგაშვება არის ჩვეულებრივი ბარბაროსული აქტი. პოლონეთმა არაერთხელ განაცხადა სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე სააკაშვილის მიღების თანხმობა და მზაობა. ერთი ოლიგარქის სურვილის გამო მთელი მსოფლიოს თვალწინ იღუპება ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილი“, - აღნიშნა მალგორზატა გოშიევსკამ.

ნახეთ ვიდეო: