ავტორი:

ურსულა ფონ დერ ლაიენი განმარტავს, რა შემთხვევაში დაუბრუნდებიან საქართველოსთვის კანდიდატის მინიჭების საკითხს - "ვნახოთ, რამდენად აკმაყოფილებს პირობებს"

ურსულა ფონ დერ ლაიენი განმარტავს, რა შემთხვევაში დაუბრუნდებიან საქართველოსთვის კანდიდატის მინიჭების საკითხს - "ვნახოთ, რამდენად აკმაყოფილებს პირობებს"

საქართველომ წარმატებისთვის ახლა პოლიტიკურად უნდა მოახდინოს შეკვრა და ევროკავშირის მიმართულებით სტრუქტურული რეფორმები განსაზღვროს - ვიძლევით რეკომენდაციას, რომ ევროპული პერსპექტივა მიენიჭოს საქართველოს, შემდეგ კი დავუბრუნდეთ საკითხს და ვნახოთ, რამდენად აკმაყოფილებს პირობებს, სანამ კანდიდატის სტატუსს მივანიჭებთ, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს განაცხადებთან დაკავშირებით ევროკომისიის დასკვნა გააჟღერა.

მისივე თქმით, საქართველო იზიარებს იგივე პოტენციალს, რომელიც უკრაინას და მოლდოვას გააჩნია.

"მისი განაცხადი ძლიერია. განსაკუთრებით საბაზრო ორიენტაციის, ეკონომიკის, ძლიერი კერძო სექტორის მიმართულებით. წარმატებისთვის ქვეყანამ ახლა პოლიტიკურად უნდა მოახდინოს შეკვრა და განსაზღვროს სტრუქტურული რეფორმები ევროკავშირის მიმართულებით და ეს გზა უნდა იყოს ასოცირებული აუცილებელ რეფორმებთან, სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანებასთან და საერთო პოლიტიკური მხარდაჭერის მიმართულებით.

ამიტომ ვიძლევით რეკომენდაციას, რომ ევროპული პერსპექტივა მიენიჭოს საქართველოს, შემდეგ დავუბრუნდეთ საკითხს და ვნახოთ, რამდენად აკმაყოფილებს პირობებს, სანამ მივანიჭებთ კანდიდატის სტატუსს,“ - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისივე შეფასებით, საქართველოსთვის უშველებელი წინგადადგმული ნაბიჯია, რომ მას ევროპული პერსპექტივა მიენიჭა.

"უშველებელი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოსთვის, რომ მას ევროპული პერსპექტივა მიენიჭა. კარები არის ფართოდ გახსნილი, საქართველოზეა დამოკიდებულები გადადგას შესაბამისი ნაბიჯები, რომ გაერთიანდეს მთელი ქვეყანა პოლიტიკურ მხარეს და მკაფიოდ აჩვენოს, რომ აქტიურობა სურთ. ეს განსაზღვრავს ვადებსაც, თქვენზეა დამოკიდებული - რაც უფრო მალე შეიკვრებით, მით უფრო მალე იქნება წინსვლა. შესაბამისად, ყველაფერი საქართველოს ხელთ არის, რომ წინ წავიდეს და ღია კარში გავიდეს", - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა ქართველი ჟურნალისტის კითხვაზე.

ინფორმაციისთვის, ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, საქართველოსთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება.

ნახეთ ვიდეო: