ავტორი:

"მიშა წევს, დღეს უფრო სუსტად არის, სანერვიულო ჰქონდა - სტატუსიც არ მოგვცეს" - გიული ალასანია

"მიშა წევს, დღეს უფრო სუსტად არის, სანერვიულო ჰქონდა - სტატუსიც არ მოგვცეს" - გიული ალასანია

საქართველოა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილი საკმაოდ სუსტადაა. გიული ალასანიას თქმით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებული არ არის.

"მიშა წევს. დღეს საკმაოდ სუსტად იყო. დღეს უფრო სუსტად იყო, ვიდრე გუშინ. შეიძლება იმიტომ, რომ სანერვიულო იყო, არ შეუშვეს ადამიანი, ბევრია სანერვიულო. სტატუსიც რომ არ მოგვცეს, მაინც ჰქონდა ალბათ იმედი, რომ დათქმებით და რაღაცით მოგვცემდნენ",- განაცხადა ალასანიამ.