ავტორი:

"ევროპული პერსპექტივის შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილება არის ჩვენი ხელისუფლების დამსახურება" - ირაკლი კობახიძე

"ევროპული პერსპექტივის შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილება არის ჩვენი ხელისუფლების დამსახურება" - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭოს, ეს ხელისუფლების მიერ ევროკავშირისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია.

მისივე თქმით, ევროკომისიის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება "ქართული ოცნების“ დამსახურებაა.

"რა თქმა უნდა, ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ იმაზე, რომ საქართველოს ევროკავშირის მიმართულებით ყველა ხელშესახები წინსვლა სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ასევე, ვიზა-ლიბერალიზაცია არის სწორედ ჩვენი ხელისუფლების მიღწევები და ახლა უკვე ევროპული პერსპექტივის შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილებაც არის ჩვენი ხელისუფლების დამსახურება.

მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორი იყო, ჩვენ მოვახერხეთ და კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით წინ ევროკავშირისკენ. დღევანდელი გადაწყვეტილება არის სწორედ ძალიან მკაფიო გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირმა ჩვენი ევროპული მისწრაფებების მიმართ გამოხატა,“ - განაცხადა კობახიძემ.