ავტორი:

"მკაფიოდ გვითხრა დასავლეთმა, დეოლიგარქიზაცია მოხდება? მოგვიკაკუნეთ და ჩვენი კარები ღიაა" - ნიკა მელია

"მკაფიოდ გვითხრა დასავლეთმა, დეოლიგარქიზაცია მოხდება? მოგვიკაკუნეთ და ჩვენი კარები ღიაა" - ნიკა მელია

მკაფიოდ გვითხრა დასავლეთმა, დეოლიგარქიზაცია მოხდება? გავისაუბროთ, მოგვიკაკუნეთ და კვლავ ჩვენი კარები ღიაა. ეგუებით ოლიგარქს? გინდათ ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველები მაღალ თანამდებობებზე, რომლებსაც არ აინტერესებთ სახელმწიფოებრივი ინტერესები და არც მალავენ? კი, ბატონო, თქვენ გადაწყვიტეთ. ჩვენ ვართ მზად, უბრალოდ მოგვეცით შესაძლებლობა, რომ ფართოდ გაგიღოთ კარები და ეს ყველაფერი ხალხისთვის გასაგები ენით ითქვა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ხელისუფლებას არ აქვს ნება გაატაროს წარმატებული, დემოკრატიული რეფორმები.

"სადღეგრძელოების რახა-რუხი არ გაუვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართველი პოლიტიკოსების ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ყოფნის აზრი აღარ იქნება, არც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, არც მედიის წარმომადგენლების. რა აზრი აქვს, შენ თუ გინდა შენი შვილები, შვილიშვილები და მომავალი თაობები ცხოვრობდნენ დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოში, სადაც მოქალაქეს განცდა ექნება, რომ საკუთარი ბედის მჭედელი თავადაა და განსაზღვრავს საკუთარ მომავალს, მაშინ სჭირდება შესაბამისი მოქმედება და ეს მოქმედება იქნება. ხალხის ფაქტორი იქნება ამოქმედებული.

მკაფიოდ გვითხრა დასავლეთმა, დეოლიგარქიზაცია მოხდება? გავისაუბროთ, მოგვიკაკუნეთ და კვლავ ჩვენი კარები ღიაა. ეგუებით ოლიგარქს? გინდათ ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველები მაღალ თანამდებობებზე, რომლებსაც არ აინტერესებთ სახელმწიფოებრივი ინტერესები და არც მალავენ? კი, ბატონო, თქვენ გადაწყვიტეთ. ჩვენ ვართ მზად, ევროპელი პარტნიორები გვეუბნებიან, როგორც ვიყავით, ასევე ვართ, უბრალოდ მოგვეცით შესაძლებლობა, რომ ფართოდ გაგიღოთ კარები და ეს ყველაფერი ხალხისთვის გასაგები ენით ითქვა. ჩამოწერილია რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ.

ამ ხელისუფლებას რესურსი რეფორმების გატარების არ აქვს, ამ ხელისუფლებას არ აქვს ნება გაატაროს წარმატებული, დემოკრატიული რეფორმები. რატომ? რეფორმებს თუ ჩაგიტარებ, სამართლიან არჩევნებს თუ ჩაგიტარებ, პოლიტიკურად თუ აღარ გდევნე, თუ ეკონომიკა იქნება იმდენად ჯანსაღი, რომ ყველა ისარგებლებს, მაშინ მე მართვის სადავეებს როგორ შევინარჩუნებ?!- ოლიგარქი ფიქრობს. ამიტომ ძალიან მიამიტობაა ფიქრი იმისა, რომ ქართველი ხალხის ურყევი ნების გარეშე ოლიგარქი თავის ბერკეტებს დათმობს. არავის შეეშინდეს, არავინ დაკომპლექსდეს, ქართველი ხალხის ნება ურყევია, ამოქმედდება! შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს დღევანდელი დღიდან მათ შორის 20 რიცხვშიც, სადაც 7 წლის შვილთან ერთად მოვდივარ.

დარწმუნებული ვარ, 20 ივნისი იქნება დღე, რომელიც საჭირო იმპულსებს მისცემს პოლიტიკურ ცხოვრებას მომდევნო პერიოდში. პოლარიზაცია პრობლემა არაა, პრობლემაა აღრევა ხელისუფლების, ის ვერტიკალური მართვა ოლიგარქიული, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს დანერგილი. ბიძინა ივანიშვილი გვთავაზობს ალტერნატივის სახით, რომ მისი მართული გახდე,“- განაცხადა ნიკა მელიამ.

ამასთან, როგორც მელიამ აღნიშნა, დღეს საქართველო დგას გასაყარზე.

„გინდა საბჭოთა კავშირი? გაწუხებს საბჭოთა კავშირის მტკივნეული ფანტომი დღეს? თუ გრძნობ ამ ყველაფერს გამოხვალ 20-შიც, მომდევნო დღეებშიც, სიმრავლით გავაპროტესტებთ და ვაიძულებთ ხელისუფლებას, რომ იმოქმედოს ისე, როგორც უნდა იმოქმედოს. თუ არ გაწუხებს, ძალით ვერ გამოგიყვანთ ხომ?!“- აღნიშნა მელიამ.