ავტორი:

"სამკურნალო მცენარეთა ენციკლოპედია“ - 27 ივნისიდან ახალი სერია გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად

"სამკურნალო მცენარეთა ენციკლოპედია“ - 27 ივნისიდან ახალი სერია გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად

"სამკურნალო მცენარეთა ენციკლოპედია“ - ასე ეწოდება წიგნების სერიას, რომელიც "პალიტრა L-მა“ გამოსცა და 27 ივნისიდან მისი შეძენა გაზეთ "კვირის პალიტრასთან“ ერთად იქნება შესაძლებელი.

ენციკლოპედიათა ციკლი მოიცავს მთელ მსოფლიოში გავრცელებული 1200-მდე მცენარის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მათი შემადგენლობის, სამკურნალო თვისებებისა და გამოყენების წესის შესახებ. ამასთან, წიგნებში შემოთავაზებულია რეცეპტები ფოტოილუსტრაციებით, რაც მომზადების პროცესს უფრო ამარტივებს.

წიგნების ეს სერია ექიმი თამარ მამაცაშვილის მიერ მანამდე გამოცემული "კარაბადინისა“ და "2000 მცენარეული რეცეპტის“ ერთგვარი გაგრძელებაა. ორივე მათგანი მკითხველში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ჩამოთვლილი მცენარეებისგან არაერთი მედიკამენტი მზადდება, რომლებიც ჩვენს ცხოვრების ხარისხზე დადებით ზეგავლენას ახდენს. ადამიანებმა ჯერ კიდევ მაშინ აღმოაჩინეს მცენარეების უნიკალური სამკურნალო თვისებები, როცა მედიცინა არ არსებობდა და ჭრილობებსა და დაავადებებისგან გამოწვეულ ტკივილს ცხოველებისგან გადმოღებული ჩვევებით იყუჩებდნენ. ცნობები მცენარეთა სამკურნალო თვისებების შესახებ ჯერ კიდევ უძველეს სანსკრიტულ, ევროპულ, ჩინურ, ბერძნულ და ლათინურ ძეგლებში მოიპოვება. მათი გამოყენების შესახებ ბევრი რამ იცოდნენ ძველმა ეგვიპტელებმაც.

წლების განმავლობაში კაცობრიობის მიერ დაგროვილი ცოდნა აკუმულირდა და შეკრიბეს სამკურნალო მცენარეთა საკმაოდ დიდი ჯგუფი, რომელიც მეცნიერულმა მედიცინამ შეისწავლა, მათი ეფექტურობა სამეცნიერო ექსპერიმენტით დაადასტურა დ აღიარა კიდეც ოფიციალური მედიცინისთვის გამოსადეგ სამკურნალწამლო საშუალებებად. დღეს აღნიშნული მცენარეები მედიცინაში აქტიურად გამოიყენება.

მათ შესახებ კი მოთხრობილია "სამკურნალო მცენარეთა ენციკლოპედიაში“, რომელიც თავისი შინაარსითა და ღირებულებით საქართველოში უნიკალური გამოცემაა. ამ დრომდე მსგავსი ინფორმაციის შემცველი სრულყოფილი ენციკლოპედია ქართულ ენაზე არ არსებობდა, მაშინ როცა საქართველოში ოდითგანვე პოპულარული იყო ხალხური მედიცინა.

წიგნში უამრავ ისეთ სასარგებლო ინფორმაციას შეხვდებით, როგორიც არის მცენარეებისგან გამოწურული ეთერზეთების გამოყენება კუჭ-ნაწლავის ფუნქციის ასამაღლებლად, ფისის გამოყენება ბაქტერიციდული და ლპობის საწინააღმდეგო პროცესებისთვის და სხვა.

ასევე, ბევრს შეიტყობთ მედიცინაში საკვები მცენარეების გამოყენების შესახებ.

ავტორს დეტალურად აქვს განხილული ყველა მცენარის შემადგენლობა და მისი გამოყენების წესები. მაგალითისთვის, ის მოგვითხრობს ამერიკული აგავას შესახებ, რომელსაც ახასიათებს ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, ამოსახველებელი და ნათების საწინააღმდეგო თვისებები. მისი გამოყენების წესი კი ასეთია: აგავას ფოთლების წვენს მიიღებენ 5-10 მლ ოდენობით გამოწურვისთანავე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში სამჯერ, ქრონიკული გასტრიტისას, რასაც თან ახლავს შეკრულობა. ის ასევე გამოიყენება კუჭის წყლულოვანი დაავადებების დროს, დიზენტერიის შემდეგ და ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობის ასამაღლებლად, მადის გასაუმჯობესებლად და სხვა.

როგორც აგავას, ისე სხვა ასობით მცენარის სამკურნალო თვისებებისა და გამოყენების წესების შესახებ ინფორმაციას მიიღებთ "მცენარეთა სამკურნალო ენციკლოპედიიდან“, რომელიც ბევრი საინტერესო აღმოჩენის გაკეთებაში დაგეხმარებათ.

სამკურნალო მცენარეთა ენციკლოპედია - 5 ტომად

27 ივნისიდან, თვეში ერთხელ, გაზეთ "კვირის პალიტრასთან“ ერთად ახალი სერია

  • 1200-მდე მცენარის შესახებ ამომწურავი, სრულფასოვანი ინფორმაცია
  • ანბანურად დალაგებული მცენარეთა სახელების საძიებლები
  • რეცეპტები
  • ფოტოილუსტრაციები

წიგნის სპეციალური ფასი 16 ლარი, გაზეთთან ერთად 18 ლარი.

იკითხეთ პრესის გავრცელების წერტილებსა და ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში ან გამოიწერეთ საიტიდან www.palitral.ge და ისარგებლეთ საკურიერო მომსახურებით.

(R)