ავტორი:

ბორის ჯონსონი კიევს მეორედ ეწვია (ფოტოები)

ბორის ჯონსონი კიევს მეორედ ეწვია (ფოტოები)

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი პარასკევს, მოულოდნელი ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ჯონსონი კიევში ჩავიდა. სახელმწიფოს მეთაურმა Telegram-ზე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრის ვიდეო გამოაქვეყნა.

"ამ ომის მრავალმა დღემ დაამტკიცა, რომ ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი მტკიცე და გადამწყვეტია. მოხარული ვარ, რომ ბორის ჯონსონი, ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი, კვლავ კიევში ვიხილე", - წერს ზელენსკიმ.

მან შეხვედრიდან ფოტოებიც გამოაქვეყნა.