ავტორი:

ხულოში 25 წლის ახალგაზრდას ამწედან ჩამოვარდნილი მანქანა დაეცა - როგორია მისი მდგომარეობა?

ხულოში 25 წლის ახალგაზრდას ამწედან ჩამოვარდნილი მანქანა დაეცა - როგორია მისი მდგომარეობა?

ხულოში 25 წლის მამაკაცს ამწედან ჩამოვარდნილი მანქანა დაეცა. იგი ბათუმში კლინიკა BSM-ში არის მოთავსებული. როგორც კლინიკაში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

მათივე ცნობით, 25 წლის ბიჭს მრავლობითი ტრავმა აქვს მიღებული და ოპერაცია ჩაუტარდა.

დაშავებული მამაკაცი, თავდაპირველად ხულოს კლინიკაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა, შემდეგ კი პაციენტის ბათუმში გადაყვანა გახდა საჭირო.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ხულოს მუნიციპალიტეტში ჰესის ტერიტორიაზე მოხდა.