ავტორი:

"ევროკავშირის წევრობისთვის მზადება ბურგერისთვის "მაკდონალდსის" რიგში დგომას არ ჰგავს" - ევროპარლამენტარი ტომ ვანდერკენდელარე

"ევროკავშირის წევრობისთვის მზადება ბურგერისთვის "მაკდონალდსის" რიგში დგომას არ ჰგავს" - ევროპარლამენტარი ტომ ვანდერკენდელარე

საქართველომ ევროკომისიისგან კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია ვერ მიიღო, თუმცა ევროკავშირის კარი ქვეყნისთვის მაინც ღია რჩება. ასეთია პოზიცია, რომელიც ევროკომისიის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ "ინტერპრესნიუსისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპარლამენტარმა ტომ ვანდერკენდელარემ დააფიქსირა.

მისი თქმით, საქართველო უფრო ნაკლებად მზად აღმოჩნდა კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა, გამოსავალი კი რეფორმების დაჩქარებაშია.

"უნდა იცოდეთ, რომ ევროკავშირის წევრობისთვის არსებობს კონკრეტული კრიტერიუმები და ეს კრიტერიუმები უნდა შეასრულოთ. ნებისმიერმა ქვეყანამ, რომელსაც სურს ევროკავშირის წევრობა, უნდა შეასრულოს და დააკმაყოფილოს ეს კრიტერიუმები. ის რაც ევროკომისიამ განაცხადა და რაც შემდგომში განიხილება ლიდერების მიერ მომავალ კვირაში ევროპული საბჭოს სხდომაზე არის, ის რომ საქართველო უფრო მეტად ვიდრე უკრაინა და მოლდოვა ჯერ მზად არ არის, ჯერ იქამდე მისული არ არის სადამდეც უნდა იყოს ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილების ნაწილში.

განცხადებაშიც ნათქვამი იყო, რომ საქართველომ აჩვენა კარგი საინვესტიციო კლიმატი და ბიზნესკლიმატი საქართველოში ჩვენთვის, რათა დავუკავშიროთ ჩვენი ბაზარი, მაგრამ მეტი არის გასაკეთებელი რეფორმების მიმართულებით, რათა ქვეყანა მივიდეს კანდიდატის სტატუსის მიღების საფეხურამდე. დიახ, რეფორმები ჯერ კიდევ აუცილებელია, ვფიქრობ, კარი ფართოდ არის ღია საქართველოსთვის, ეს ნაწილი არასწორად არ უნდა იქნეს აღქმული, მაგრამ ახლა საქართველოზეა დამოკიდებული, რომ გაატაროს საჭირო რეფორმები და ის თუ რამდენად სწრაფად გააკეთებთ ამას, აბსოლუტურად მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. და სურვილი და მიზანდასახულობა, რომლითაც თქვენ ამას გააკეთებთ, ასევე იქნება დამოკიდებული თქვენზე, ჩვენ კარი კი თქვენთვის ღია რჩება.

ევროკავშირის წევრობისთვის მზადება ბურგერისთვის "მაკდონალდსის" რიგში დგომას არ ჰგავს. ეს არის ძალიან სერიოზული რაღაც და მეტიც, ეს ისტორიული პროცესია და ასევე ვფიქრობ, რომ ეს ცხოვრების შემცვლელი პროცესია იმ ქვეყნის მოსახლეობისთვის, რომელიც ევროკავშირის წევრობას შეძლებს. ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსი შედგება, რადგან ეს არ არის მხოლოდ კონკრეტული ხელისუფლების ან კონკრეტული პარტიის ისტორია. როდესაც იქნება სრული პოლიტიკური კონსესუსი, რომ მოხდეს სრულფასოვნად სვლა ევროკავშირის წევრობისკენ, ვფიქრობ ამის შემდეგ უკვე საქართველოს მოსახლეობის ინტერესებშია, რომ ქვეყანა რაც შეიძლება უფრო სწრაფად წავიდეს წინ, რათა საკუთარი თავი კანდიდატის სტატუსის მიმღებთა რიგში ჩააყენოს" - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ნახეთ ინტერვიუ სრულად