ავტორი:

ქალაქ კრივი-რიჰზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა - არიან დაშავებულები

ქალაქ კრივი-რიჰზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა - არიან დაშავებულები

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ კრივი-რიჰზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც მინიმუმ ორი ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას ადგილობრივი ოფიციალური პირები ავრცელებენ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ მიკოლაივში იმყოფებოდა.

„პრეზიდენტმა დაათვალიერა მიკოლაივის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობა, რომელიც განადგურდა რუსული ძალების სარაკეტო დარტყმის შედეგად“, - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზელენსკის ადმინისტრაციაში არ აკონკრეტებენ, როდის იმყოფებოდა პრეზიდენტი მიკოლაივში.