ავტორი:

“გუშინდელი დღის მთავარი ღადაობა: ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მე ვარ ოლიგარქი” - რას წერს სააკაშვილი?

“გუშინდელი დღის მთავარი ღადაობა: ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მე ვარ ოლიგარქი” - რას წერს სააკაშვილი?

გუშინდელი დღის მთავარი ღადაობა - ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მე ვარ ოლიგარქი. ამიტომ ვითხოვ სასწრაფოდ გამათავისუფლოთ და გამიშვათ ჩემს ფაზენდაში ბრაზილიაში. თან ხეები მაქვს იქიდან ჩამოსატანი და ხოხბები ჩამოსაყვანი,- აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

მისივე თქმით, თვის ბოლო ახლოვდება და მოსამართლეებს და პროკურორებს ხელფასი „კონვერტებით დროულად უნდა დაურიგოს“.

„მართალია, ნებისმიერი მათგანი ჩემზე უფრო მდიდარია, მაგრამ იმედია, რადგან ოლიგარქის ტიტული მომანიჭეს, კრედიტ-სუისიც დროულად გადმომირიცხავს ჩემს კუთვნილ მილიარდებს“, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.