ავტორი:

ახალი ტურისტული სივრცე დედაქალაქის ცენტრში - რას გულისხმობს "Axis Towers-ის“ კონცეფცია

ახალი ტურისტული სივრცე დედაქალაქის ცენტრში - რას გულისხმობს "Axis Towers-ის“ კონცეფცია

საქართველოს თანაინვესტირების ფონდისა და დეველოპერული კომპანია "Axis-ის“ ერთობლივი პროექტი "Axis Towers-ი“ დედაქალაქის ცენტრში ყველაზე მაღალი ცათამბჯენია. ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე "Axis Towers-ის“ ორი იდენტური და ამავდროულად უნიკალური კოშკი, თავისი გამორჩეული ინფრასტრუქტურითა და მრავალფეროვანი სერვისებით, უკვე გახდა თბილისის სავიზიტო ბარათი.

ზოგადად, თბილისის ტურისტული სივრცე ძველ თბილისს, თავისუფლების მოედანსა და ნაწილობრივ, მელიქიშვილის გამზირს მოიცავს. მას შემდეგ, რაც 2015 წელს "Axis Towers-ის“ მშენებლობა განახლდა, დედაქალაქის ცენტრში ახალი ტურისტული სივრცე, ბიზნესუბანი ჩამოყალიბდა და თბილისის ტურისტული ზონა ძველი თბილისიდან ჭავჭავაძის გამზირზე გაგრძელდა.

"Axis Towers-ი“ ტურისტებს ძალიან ბევრი სერვისით მიიზიდავს. აქ მათ დახვდებათ: 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო "Pullman-ი", სავაჭრო ცენტრი, ველნესი - 25 მეტრის სიგრძის მოძრავი გადახურვის აუზით და ღია ტერასით, ფიტნესით; 12 რესტორანი და 7 ბარი; ბიზნესცენტრი ქალაქში ყველაზე დიდი საკონფერენციო დარბაზითა და შეხვედრების 7 ოთახით; რეკრეაციული სივრცე, სადაც, ამავდროულად, კაფე-რესტორნებია განთავსებული.

ტურისტული ზონის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი 80 მეტრის სიგრძისა და 20 მეტრის სიგანის საფეხმავლო ქუჩაა, სადაც 7 სხვადასხვა ტიპის პრემიუმ კლასის კაფე-რესტორანი ორ სართულზეა განთავსებული. პირველ სართულზე მდებარე ყველა ობიექტს საკუთარი შიდა და გარე სივრცეები აქვს. მეორე სართულზე ორი ტერასა განთავსდა - ერთი აბულაძის ქუჩის, მეორე კი, ჭავჭავაძის გამზირის მხარეს. ამ ტერასების წყალობით, პირველ სართულზე ერთგვარი ხიდები წარმოიქმნა, რომელთა ქვეშაც ორი დამოუკიდებელი ბარი მოეწყო: ერთი მათგანი კოქტეილისაა, ხოლო მეორე - ღვინის."Axis Towers-ის“ რესტორანი "ფალესტრა“ საფეხმავლო ქუჩეზე აბულაძის მხარეს მდებარეობს და მთლიანი ქუჩის მუსიკალურ გაფორმებაზე ზრუნავს.

რესტორანს აქვს გამწვანებული ეზო, მოძრავი გადახურვით. "ფალესტრა“ 3 დარბაზად არის დაყოფილი. პირველი ამერიკული სტილის სასადილო სივრცეა, სადაც ბურგერებისა და მსგავსი საკვების კომფორტულად დაგემოვნებაა შესაძლებელი. მეორე დარბაზი, შუა ზონა, დიდ საერთო მაგიდას ეთმობა, სადაც სტუმარს შესაძლებლობა აქვს, თვალი მიადევნოს კულინარიულ შოუს და უყუროს, თუ როგორ ამზადებს კერძებს "ფალესტრას“ შეფი, მრავალი ჯილდოს მფლობელი პროფესიონალი მზარეული. მესამე ზონა აზიურ სტილს ეთმობა. სუში ბარს ლაუნჯისკენ აქვს გასასვლელი, სადაც ჰამაკები და კომფორტულად მოკალათებისთვის საჭირო ყველა ინვენტარი დაგხვდებათ.

საფეხმავლო ქუჩის მეორე სართული ქართულ მიმართულებას დაეთმობა. ტრადიციული და თანამედროვე ქართული სამზარეულოს სინთეზით, ქართული ავთენტური სამზარეულოს სამჭედლოს შექმნა პროექტის მეორე ეტაპზე იგეგმება. შავი კოშკის 36-ე და 37-ე სართულზე კულინარიული გართობის მიმართულებას აგრძელებს ფრანგული რესტორანი "დიუმა“ და სქაი ბარი "Weather Report-ი“.

"Axis Towers-მა“ გააფართოვა დედაქალაქის ტურისტული ზონა და კერძო სივრცეში საჯარო სივრცე შექმნა.თქვენ შესაძლებლობა გექნებათ, ერთ დიდ სივრცეში მიიღოთ ყველა სერვისი, იმუშაოთ, დაისვენოთ, გაერთოთ, გამართოთ საქმიანი შეხვედრა, მოაწყოთ გამოფენა, იშოპინგოთ, მიირთვათ ყავა ლანჩზე ან, სულაც, საღამოობით მაღალი კლასის რესტორანში განსაკუთრებული დღეები აღნიშნოთ.