ავტორი:

"არ ვაღიარებთ არც "სამხრეთ ოსეთს“, არც აფხაზეთს, არც დონეცკისა და ლუგანსკის კვაზისახელმწიფოებრივ ტერიტორიებს" - ყაზახეთის პრეზიდენტის მწვავე და პუტინისთვის მოულოდნელი განცხადება

"არ ვაღიარებთ არც "სამხრეთ ოსეთს“, არც აფხაზეთს, არც დონეცკისა და ლუგანსკის კვაზისახელმწიფოებრივ ტერიტორიებს" - ყაზახეთის პრეზიდენტის მწვავე და პუტინისთვის მოულოდნელი განცხადება

ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოყაევის განცხადებით, მისი ქვეყანა არ აღიარებს "სამხრეთ ოსეთს“, აფხაზეთს და ასევე, კვაზ სახელმწიფოებს - დონეცკსა და ლუგანსკს.

"გამოთვლილია, რომ თუკი ერების თვითგამორკვევის უფლება რეალურად განხორციელდება მსოფლიოში, მაშინ 193 სახელმწიფოს ნაცვლად, რომლებიც ამჟამად გაერო-ს წევრები არიან, დედამიწაზე 500 ან 600-ზე მეტი სახელმწიფო წამოიქმნება.

რა თქმა უნდა, ქაოსი იქნება. ამ მიზეზით ჩვენ არ ვცნობთ არც ტაივანს, არც კოსოვოს, არც "სამხრეთ ოსეთს“ და არც აფხაზეთს და, როგორც ჩანს, ეს პრინციპი გავრცელდება კვაზისახელმწიფოებრივ ტერიტორიებზეც, რომლებიც, ჩვენი აზრით, არის ლუგანსკი და დონეცკი,“- განაცხადა თოყაევმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე.

მისი განმარტებით, თანამედროვე საერთაშორისო სამართალი არის გაეროს წესდება, მაგრამ გაეროს ორი პრინციპი: სახელმწიფოს მთლიანობა და ერების უფლება თვითგამორკვევის შესახებ ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის და ამის გამო სხვადასხვა ინტერპრეტაციები ჩნდება.