ავტორი:

გერმანიის კანცლერი გამოდის ინიციატივით, ევროკავშირში ახალი წევრების მიღება გამარტივდეს

გერმანიის კანცლერი გამოდის ინიციატივით, ევროკავშირში ახალი წევრების მიღება გამარტივდეს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ევროკავშირის რეფორმების გატარების მოწოდებით გამოვიდა, რათა გაადვილდეს ახალი წევრების მიღება. ამის შესახებ მან სააგენტო dpa-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის გაფართოებისთვის არა მხოლოდ მიღების მსურველები უნდა მოემზადონ, არამედ თავად ევროკავშირიც.

"ამისთვის მან უნდა მოახდინოს თავისი სტრუქტურების და გადაწყვეტილების მიღების პროცესების მოდერნიზება. ყოველთვის არ იქნება შესაძლებელი ყველაფრის ერთხმად გადაწყვეტა,თუნდაც დღეს რომ ეს პროცედურა მოითხოვს ერთსულოვნებას", - განაცხადა კანცლერმა.

როგორც მდია წერს, შოლცს სურს ამაზე ევროკავშირის სამიტზე ხუთშაბათს და პარასკევს ისაუბროს.

სამიტზე 27 წევრი ქვეყნის სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურები განიხილავენ უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს განაცხადებს.