ავტორი:

გორში ტაძარი გაქურდეს, მოპარულია შესაწირ ყუთებშში არსებული თანხა - შსს-ს ცნობით, მძარცველი დაკავებულია

გორში ტაძარი გაქურდეს, მოპარულია შესაწირ ყუთებშში არსებული თანხა - შსს-ს ცნობით, მძარცველი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 2003 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.ვ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორში წმინდა მამა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი გაქურდა, შესაწირის 2 ყუთიდან ფული მოიპარა, ასევე, სანთლის გაყიდვის შედეგად მიღებულ თანხას უკანონოდ დაეუფლა.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.