ავტორი:

"ისტორიული კვირა იწყება, როდესაც მოვისმენთ ევროკავშირის პასუხს უკრაინის კანდიდატის სტატუსზე" - ზელენსკი

"ისტორიული კვირა იწყება, როდესაც მოვისმენთ ევროკავშირის პასუხს უკრაინის კანდიდატის სტატუსზე" - ზელენსკი

მართლაც ისტორიული კვირა იწყება. კვირა, როდესაც მოვისმენთ ევროკავშირის პასუხს უკრაინის კანდიდატის სტატუსზე. ჩვენ უკვე გვაქვს ევროკომისიის დადებითი გადაწყვეტილება და ახალი კვირის ბოლოს იქნება ევროსაბჭოს პასუხი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ მხოლოდ პოზიტიური გადაწყვეტილება აკმაყოფილებს მთელი ევროპის ინტერესებს.

„ცხადია, რუსეთისგან უფრო დიდ მტრულ აქტივობას უნდა ველოდოთ. მიზანმიმართულად - დემონსტრაციულად, სწორედ ამ კვირაში და არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპის სხვა ქვეყნების წინააღმდეგაც. ვემზადებით. მზად ვართ. ვაფრთხილებთ პარტნიორებს,” - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, დონბასში სასტიკი ბრძოლა გრძელდება, მაგრამ უკრაინის ჯარი წინააღმდეგობას იწევს მტერს.

„ოკუპანტები ხარკოვის მიმართულებით, ზაპორიჟიეს რეგიონში ძალების კონცენტრირებას ახორციელებენ. ისევ დაარტყეს ჩვენს საწვავის ინფრასტრუქტურას - საწვავთან დაკავშირებული მდგომარეობის გაუარესება უნდათ. რა თქმა უნდა, ამაზეც გვექნება რეაგირება.

დონბასში სასტიკი ბრძოლა გრძელდება. იქ რუსული არმია იყენებს ყველაზე მეტ არტილერიას, ყველაზე მეტ შემტევ ძალებს. მაგრამ სევეროდონეცკი, ლისიჩანსკი, ავდიივკა, კრასნოჰორივკა და სხვა ცხელ წერტილები დგას. ჩვენი ხალხი დგას, ჩვენი ჯარი დგას,“- აღნიშნა ზელენსკიმ.