ავტორი:

"თუ დასავლეთისგან იარაღს არ მივიღებთ, ნიჩბებით ვიბრძოლებთ" - დმიტრო კულება

"თუ დასავლეთისგან იარაღს არ მივიღებთ, ნიჩბებით ვიბრძოლებთ" - დმიტრო კულება

უკრაინა გააგრძელებს ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ, თუნდაც დასავლური იარაღის მიწოდება შეწყდეს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ გერმანულ მედიასთან საუბარში განაცხადა.

„თუ იარაღს არ მივიღებთ, მაშინ ნიჩბებით ვიბრძოლებთ, მაგრამ თავს დავიცავთ, რადგან ეს არი ომი ჩვენი გადარჩენისთვის“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, რაც მალე მიიღებს უკრაინა იარაღს, მით უფრო დიდი იქნება ეს დახმარება ქვეყნისთვის.

„რაც მალე მივიღებთ იარაღს, მით უფრო დიდი იქნება ჩვენთვის ეს დახმარება. თუ იარაღს მოგვიანებით გამოგვიგზავნიან, ჩვენ მაინც ვიტყვით „გმადლობთ“, მაგრამ მაშინ ბევრი დრო დაიკარგება, ბევრი ადამიანი დაიღუპება“, - აღნიშნა კულებამ.

კულებამ ხაზი გაუსვა, რომ მის ქვეყანას აქვს მნიშვნელოვნად ნაკლები იარაღი, ვიდრე რუსეთს, "ჩვენ ვერ მოვიგებთ ომს ასეთი დისბალანსით", - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.