ავტორი:

რუსული "ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორი დიმიტრი მურატოვი, უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად, მის კუთვნილ ნობელის პრემიას აუქციონზე ყიდის

რუსული "ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორი დიმიტრი მურატოვი, უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად, მის კუთვნილ ნობელის პრემიას აუქციონზე ყიდის

დღეს, რუსული დამოუკიდებელი მედია „ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორი დიმიტრი მურატოვი მის კუთვნილ ნობელის პრემიას აუქციონზე გაიტანს, შემოსული თანხა კი UNICEF-ს გადაეცემა, რათა უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად დევნილ ბავშვებს დაეხმაროს. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

მურატოვის თქმით, აღნიშნული დახმარებით მას სურს, რომ „დევნილ ბავშვებს მომავლის შანსი მიეცეს“.

როგორც ცნობილია, მურატოვს ნობელის პრემია 2021 წელს, მშვიდობის დარგში გადაეცა.