ავტორი:

"ვა, ასე ადვილია ყველაფერი?!" - დუტა სხირტლაძის მოწოდება 20 ივნისის აქციაზე წასვლასთან დაკავშირებით და კრიტიკა კოლეგისგან: ვინ რას უწერს ტელეწამყვანს?

"ვა, ასე ადვილია ყველაფერი?!" - დუტა სხირტლაძის მოწოდება 20 ივნისის აქციაზე წასვლასთან დაკავშირებით და კრიტიკა კოლეგისგან: ვინ რას უწერს ტელეწამყვანს?

"20 ივნისი 20:00 სთ. ჩვენი შვილების მომავლისთვის ყველა ერთად უნდა დავდგეთ" - ამ სიტყვებით უერთდება მსახიობი და ტელეწამყვანი დუტა სხირტლაძე აქციას სახელწოდებით "შინ ევროპისკენ“, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტის შენობის წინ არის დაგეგმილი.

ტელეწამყვანის პოზიციამ სხვადასხვა რეაქციები გამოიწვია სოციალურ ქსელში, როგორც მხარდამჭერი, ასევე კრიტიკული:

"ვა, ასე ადვილია ყველაფერი...?!!!!!“ - წერს კომენტარებში იუმორისტი ვასიკო ოდიშვილი, რომელიც დუტას მსგავსად "ტელეიმედში “ მუშაობს.

"2007 წლის 7 ნოემბერს სად იყავი ?! ეგებ შეგვახსენო?"

"2007 წლის 7 ნომებრის ზონდერ ნაცების მიერ, მშვიდობიანი აქციის დარბევის შემდეგ ამ დუტას გამოსვლა "რუსთავი 2“-ის ეთერში არ დამავიწყდება. სულ მაგიდაზე უბრახუნა ხელები ისე გალანძღა ოპოზიცია! ესაა ამის სტილი, სადაც ფულია იქა. დიახ ყოფილი ნაცი არ არსბობს! უმადური ღორები..."

შეგახსენებთ, დღეს თბილისსა და რეგიონებში აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართება. აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ, 20:00 საათზე დაიწყება.

აქცია „სირცხვილიას“ და სამოქალაქო მოძრაობების ორგანიზებით იმართება.

როგორც სოციალურ ქსელში ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ სამოქალაქო საზოგადოების, უკრაინის ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები.