ავტორი:

მზადება აქციისთვის: რა ვითარებაა რუსთაველზე - ადგილზე შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებიც (ფოტო)

მზადება აქციისთვის: რა ვითარებაა რუსთაველზე - ადგილზე შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებიც (ფოტო)

რუსთაველის გამზირზე აქციისათვის - "შინ ევროპისკენ" მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ამ წუთებში ადგილზე სცენა მონტაჟდება, საიდანაც აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ.

ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ სამოქალაქო საზოგადოების, უკრაინის ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები.

ამის შემდეგ, 21:00 საათზე, აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართებიან ევროპის მოედნისკენ, სადაც ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაიმართება.

თბილისის გარდა, დღეს, ამავე მიზნით მოქალაქეთა შეკრებები საქართველოს სხვა ქალაქებშიც - 18:00 საათზე - ზუგდიდში, 19:00 საათზე - ბათუმში და 15:00 საათზე ქუთაისში გაიმართება. ამასთან, მსგავსი შეკრებები ჩატარდება ევროპის ქალაქებშიც - ლონდონში, პრაღაში, ჰანოვერში, პარიზში, ბუდაპეშტში, ბერლინში, ჰამბურგში, შტუტგარტში, რეიკიავიკში, ათენსა და ბრიუსელში.