ავტორი:

"ტირის, ვის რა დავუშავეო... პაციენტების მიღება შეუძლია და მუშაობას აგრძელებს" - რას ამბობს კლინიკის დირექტორი ექიმზე, რომლის სახლიდანაც გახრწნილი ხორცი ამოიღეს

"ტირის, ვის რა დავუშავეო... პაციენტების მიღება შეუძლია და მუშაობას აგრძელებს" - რას ამბობს კლინიკის დირექტორი ექიმზე, რომლის სახლიდანაც გახრწნილი ხორცი ამოიღეს

ექიმ-თერაპევტი, რომლის სახლიდანაც სამართალდამცავებმა დიდი ოდენობით გახრწნილი ხორცი ამოიღეს, მუხიანში მდებარე ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

როგორც ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორმა განუცხადა, გამოძიების დასრულებასა და პოლიციისგან რეკომენდაციებს ელოდება, მანამდე კი ექიმისთვის უფლებამოსილების შეჩერების საფუძველი არ აქვს. უფრო მეტიც, კლინკის დირექტორის თქმით, ტელევიზიით გაჟღერებული ინფორმაციების შემდეგ მიღებული სტრესის გამო, მისი სურვილი იყო, აღნიშნულ ექიმს მუშაობა არ შეეწყვიტა.

თავად მედიკოსმა, რომელიც ერთ-ერთ კლინიკაში ოჯახის ექიმად მუშაობს, ჟურნალისტებთან საუბარი და კომენტარის გაკეთება არ ისურვა. ის კლინიკაში იმყოფება და პაციენტებს ჩვეულებისამებრ იღებს.

"ტირის, ვის რა დაუშავა, რომ ასეთი დასკვნა დაიდო. ყოველთვის მოწესრიგებული იყო, პაციენტების მიღება შეუძლია, მე თვითონ დავიბარე“, - აცხადებს დირექტორი.

ცნობისთვის, სანზონაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინიდან, რომელიც ექიმ-თერაპევტს ეკუთვნოდა, მეზობლების ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დიდი რაოდენობით გაფუჭებული ხორცი ამოიღეს. აღნიშნულს ექსპერტიზა უტარდება.

ბინის მეპატრონე მოქმედი მედიკოსია.