ავტორი:

"ვითომ ერთ გოგონას მხრებზე ხელი მოვკიდე... მოიდნომეს ჩემი დასჯა. ალბათ რომელიღაც პარტიის დავალებას ასრულებენ" - რას აცხადებს მოსწავლის მიერ გარყვნილ ქმედებაში მხილებული მასწავლებელი

"ვითომ ერთ გოგონას მხრებზე ხელი მოვკიდე... მოიდნომეს ჩემი დასჯა. ალბათ რომელიღაც პარტიის დავალებას ასრულებენ" - რას აცხადებს მოსწავლის მიერ გარყვნილ ქმედებაში მხილებული მასწავლებელი

შიდა ქართლის რეგიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, რომელსაც საკუთარი მოსწავლე სექსუალური ძალადობაში ამხელს და უჩივის, აცხადებს, რომ მას ცილს სწამებენ, რადგან მოსწავლეების მიმართ პრინციპულობით გამოირჩევა.

"ვითომ გოგონებს უფრო მაღალ ნიშნებს ვუწერდი, ვიდრე ბიჭებს. ვითომ ერთ გოგონას მხრებზე ხელი მოვკიდე და ვუთხარი, მხრებში გასწორდი-მეთქი და დავემუქრე ჩაგარტყამ თუ არ გასწორდები-მეთქი. ვითომ ჩემი მანქანით ვთავაზობდი გაგასერინებთ-მეთქი. ეს არის ბინძური ცილისწამება, ველოდები გამოძიების დასრულებას. მათ ვერ აიტანეს, მე რომ პრინციპულად და მკაცრად ვექცეოდი და მოინდომეს ჩემი დასჯა, როგორც ჩანს, რომელიღაც პარტიის დავალებას ასრულებენ." - განაცხადა, მასწავლებელმა "ტვ პირველთან".

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ მფარველობს მას ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელიც მისი ნათესავია, ძალადობაში მხილებულმა მასწავლებელმა ასე უპასუხა: "მართალია, ლევან დავითაშვილი ჩემი ნათესავია, მაგრამ მე არავის მფარველობა არ მჭირდება. ლევან დავითაშვილი საერთო არ არის საქმის კურსში."

ცნობისთვის, მე-9 კლასელი გოგო შუახნის მასწავლებელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

სავარაუდო გარყვნილ ქმედებაში დადანაშაულებული პედაგოგი დაკავებული არაა. შსს- ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე, გარყვნილი ქმედების მუხლით დაიწყო.