ავტორი:

"გულდასაწყვეტია, რომ ვერ მივიღეთ კანდიდატობის სტატუსი, რადგან ქვეყანამ ძალიან ბევრი გააკეთა და სხვა ქვეყნებთან შედარებით, ყველა მიმართულებით წინ ვართ" - კალაძე

"გულდასაწყვეტია, რომ ვერ მივიღეთ კანდიდატობის სტატუსი, რადგან ქვეყანამ ძალიან ბევრი გააკეთა და სხვა ქვეყნებთან შედარებით, ყველა მიმართულებით წინ ვართ" - კალაძე

გულდასაწყვეტია, რომ ჩვენ ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, იმიტომ, რომ ქვეყანამ მართლაც ძალიან ბევრი გააკეთა და სხვა ქვეყნებთან შედარებით, ყველა მიმართულებით წინ ვართ, მაგრამ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ ყველაფერი გააკეთა და არასდროს უკან არ დაუხევია.

"გულდასაწყვეტია, რომ ჩვენ ვერ მივიღეთ კანდიდატობის სტატუსი იმიტომ, რომ ქვეყანამ მართლაც ძალიან ბევრი გააკეთა და სხვა ქვეყნებთან შედარებით, ყველა მიმართულებით წინ ვართ, მაგრამ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. საქართველოს არასდროს არაფერში უკან არ დაუხევია. თუნდაც ავიღოთ, საერთაშორისო მისიები. ჩვენ ხომ ვიცით, რამხელა ხარჯები გავიღეთ. ჩვენი უამრავი ახალგაზრდა ჯარისკაცი იმისათვის, რომ მსოფლიოში ყოფილიყო სიმშვიდე და მშვიდობა, შეეწირა ამას. უამრავი ხელდაკარგული ახალგაზრდა, უამრავი ფეხდაკარგული ახალგაზრდა, ეს რა, არაფერს ნიშნავს? ჩვენ ხომ ვიცით, რომ ჩვენთვის ეს ძალიან ბევრს რამეს ნიშნავს. ქართველებმა კარგად ვიცით, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა, არასდროს უკან არ დაუხევია. რას ვიზამთ, იყო ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული, რაც ნამდვილად გულდასაწყვეტია“, - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, მისასალმებელია, რომ ევროპული პერსპექტივა პირველად ოფიციალურ დოკუმენტში ჩაიწერა. მისი შეფასებით, 2023 წელს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარდაჭერა ექნება.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როგორც კი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, პირველივე დღიდან დაიწყება მუშაობა პირობების შესასრულებლად.

"რაც შეეხება დათქმებს, რომელიც სამივე ქვეყანას (უკრაინა, მოლდოვა და საქართველო) მოგვენიჭა, ჩვენ მზად ვართ ამ ყველაფრის შესასრულებლად. როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული, პირველივე დღიდან დაიწყება კომუნიკაცია და დაიწყება მუშაობა ამ პირობების შესასრულებლად. მისასალმებელია, რომ პირველად ისტორიაში, ოფიციალურ დოკუმენტაციაში ჩაიწერა ევროპული პერსპექტივა, თუმცა გულდასაწყვეტია, რომ სტატუსის მიღება ვერ მოხერხდა. ვიცით, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამაზე ღიად საუბრობდნენ ევროპელი ლიდერები. მაგალითად, უკრაინასთან მიმართებაში ომის გამო იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. გულწრფელად მინდა უკრაინელ და მოლდოველ ხალხს გულწრფელად მივულოცო. მათაც აქვთ შესაბამისი დათქმები განსახორციელებელი და ვიმედოვნებ, რომ შეძლებენ მის განხორციელებას“, - განაცხადა კალაძემ.