ავტორი:

"უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების არცერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს, მას სამწუხარო ბედი ელის - მთლიანად დაკარგავს სუვერენიტეტს" - ვიაჩესლავ ვოლოდინი

"უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების არცერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს, მას სამწუხარო ბედი ელის - მთლიანად დაკარგავს სუვერენიტეტს" - ვიაჩესლავ ვოლოდინი

უკრაინა არ აკმაყოფილებს არცერთ კრიტერიუმს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი "ტელეგრამზე“ წერს.

მისი თქმით, ამ ფაქტს ევროპაც აცნობიერებს, მაგრამ მათ რუსეთის დასუსტების დიდი სურვილი აქვთ.

"ევროპა ამას ძალიან კარგად აცნობიერებს, მაგრამ რუსეთის დასუსტების სურვილი უფრო დიდია. ვაშინგტონი და ბრიუსელი მზად არიან გააკეთონ ყველაფერი სამხედრო ოპერაციის შესანარჩუნებლად,“ - აღნიშნა ვოლოდინმა და დასძინა, რომ სწორედ აქედან გამომდინარეობს ევროპის გადაწყვეტილება, უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს.

"უკრაინას სამწუხარო ბედი ელის: რადგან გადაწყვეტილებების მიმღები ოფიციალურად ბრიუსელი იქნება და ქვეყანა მთლიანად დაკარგავს საკუთარ სუვერენიტეტს“, - წერს ვოლოდინი.