ავტორი:

მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის  წარმომადგენლები არიან მობილიზებული

მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის  წარმომადგენლები არიან მობილიზებული

მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები არიან მობილიზებული.

მათი მობილიზება რუსთაველის გამზირზე 20:00 საათზე დაგეგმილ აქციას და უსაფრთხოების ნორმებს უკავშირდება.

რაც შეეხება პარლამენტთან, რუსთაველზე გამზირზე ამ დროისთვის არსებულ სიტუაციას, სამართალდამცავთა მობილიზება არ შეინიშნება. ადგილზე მხოლოდ საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იმყოფება.

რუსთაველის გამზირზე აქცია - "შინ ევროპისკენ“ 20:00 საათზე დაიწყება. შეკრება "სირცხვილიას“ და სამოქალაქო მოძრაობების ორგანიზებით გაიმართება.

აქციას მოქალაქეები, არასამთავრობო სექტორის, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და ასევე, პოლიტიკოსები დაესრებიან.

21:00 საათზე აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართებიან ევროპის მოედნისკენ, სადაც ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაიმართება.