ავტორი:

მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანზე“ მოქალაქეთა გაზრდილი ნაკადის გამო, გადაადგილება შეფერხებულია

მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანზე“ მოქალაქეთა გაზრდილი ნაკადის გამო, გადაადგილება შეფერხებულია

თბილისის მეტროპოლიტენში, თავისუფლების მოედანზე გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, მოქალაქეების გადაადგილება შეფერხებულია.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ თბილისის მეტროპოლიტენის პრესსამსახურში განუცხადეს, იმის გამო, რომ მოქალაქეებს გადაადგილებაში პრობლემა არ შექმნოდათ, მეტროს ორივე ესკალატორი ერთი მიმართულებით მუშაობს, კერძოდ, ორივეს მეშვეობით ხდება მგზავრების ბაქნიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით აყვანა.

თავისუფლების მოედანზე აქცია, სახელწოდებით „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს. შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ სამოქალაქო საზოგადოების, უკრაინის ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები.

კერძოდ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საზოგადოებას მიმართავენ ევროპარლამენტარები: რასა იუკნევიჩიენე, მარკეტა გრეგოროვა, ანდრიუს კუბილიუსი, ანა ფოტიგა, ასევე ლიეტუველი დეპუტატი ჟიგიმანტას პავილიონისი. 21:00 საათზე, აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართებიან ევროპის მოედნისკენ, სადაც ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაიმართება.