ავტორი:

"ნოვაია გაზეტას" მთავარმა რედაქტორმა ნობელის პრემია აუქციონზე 103,5 მილიონ დოლარად გაყიდა - თანხა უკრაინელ დევნილებს მოხმარდება

"ნოვაია გაზეტას" მთავარმა რედაქტორმა ნობელის პრემია აუქციონზე 103,5 მილიონ დოლარად გაყიდა - თანხა უკრაინელ დევნილებს მოხმარდება

რუსული დამოუკიდებელი გაზეთის, "ნოვაია გაზეტას" მთავარი რედაქტორის, დიმიტრი მურატოვის კუთვნილი ნობელის პრემია მშვიდობის დარგში, 103,5 მილიონ დოლარად (84 მილიონი ფუნტი) გაიყიდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

მედიის ცნობით, მურატოვმა აღნიშნა, რომ შესული სრული თანხა უკრაინელ ლტოლვილებს მოხმარდება.

მურატოვს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში 2021 წელს, რუსეთში გამოხატვის თავისუფლების დაცვისთვის გადაეცა.

მურატოვი ერთ-ერთია იმ ადამიანთა შორის, რომელიც კრემლის პოლიტიკას სასტიკად აკრიტიკებს. მისი თქმით, იმედოვნებს, რომ ამგვარი საქციელი ერთგვარი ფლეშმობის დასაწყისი იქნება და ადამიანები თავიანთ ძვირფას ნივთებს აუქციონზე გაიტანენ გასაყიდად, რათა უკრაინელებს დაეხმარონ.