ავტორი:

"ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო ძმებო...პუტინის კრახი უკრაინულ მაიდანზე დაიწყო და საქართველოში დასრულდება" - გონჩარენკო ქართველებს ქართულ ენაზე მიმართავს

"ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო ძმებო...პუტინის კრახი უკრაინულ მაიდანზე დაიწყო და საქართველოში დასრულდება" - გონჩარენკო ქართველებს ქართულ ენაზე მიმართავს

უკრაინელი პოლიტიკოსი ოლექსეი გონჩარენკო "ფეისბუქის" ოფიციალური გვერდის საშუალებით ქართველებს მიმართავს. ვიდეომიმართვას ის ქართულად საუბრით იწყებს და ამბობს, რომ საქართველო ევროპაა.

"გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო ძმებო, მე ვარ ალეკო გონჩარენკო ოდესიდან, უკრაინიდან, საქართველო ევროპაა", - ამბობს გონჩარენკო.

მისი თქმით, პუტინის კრახი უკრაინაში, მაიდანზე დაიწყო და საქართველოში დასრულდება.

"მიმართვა ქართველებს.

გუშინ ჩვენმა დიდმა ქართველმა მეგობრებმა გააპროტესტეს ხელისუფლების პოლიტიკა, რომლებმაც შეაჩერეს ევროინტეგრაცია. პუტინის კრახი უკრაინულ მაიდანზე დაიწყო და საქართველოში დასრულდება.

საქართველო, უკრაინა თქვენთან არის", - აღნიშნავს გონჩარენკო.