ავტორი:

"ჩვენ პუტინთან კონტაქტი არ გვქონია მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვედით - მხოლოდ ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობები არსებობს" - პრემიერი

"ჩვენ პუტინთან კონტაქტი არ გვქონია მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვედით - მხოლოდ ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობები არსებობს" - პრემიერი

ჩვენი მთავრობის პოლიტიკა მდგომარეობს შემდეგში - ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აღვადგინოთ მშვიდობიანი მოლაპარაკების საფუძველზე. ჩვენ პუტინთან კონტაქტი არ გვქონია მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვედით, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე დასმულ შეკითხვას, ენდობა თუ არა საქართველოს ხელისუფლება პუტინის დაპირებებს.

ღარიბაშვილის თქმით, საქართველო ნატო-ში გაწევრიანებაზე საუბარს მხოლოდ ტერიტორიული პრობლემების გადაჭრის შემდეგ შეძლებს.

"ჩვენი მოტივაციაა, რომ გავხდეთ ნატო-ს წევრი. ეს დამოკიდებულია ჩვენს სტრატეგიულ მზაობასა და მოთმინებაზე. ჩვენ გვესმის, რომ მხოლოდ ჩვენს სურვილზე არაა ნატო-ში გაწევრიანება, კონსენსუსი უნდა შედგეს ყველა წევრ სახელმწიფოს, ალიანსის ყველა მონაწილე ქვეყანას შორის, რომ საქართველოს მიენიჭოს ნატო-ში წევრობის სტატუსი. ჩვენ არ ვართ მიამიტები, გვესმის, რომ საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები, უნდა გადავწყვიტოთ ჯერ ეს საკითხი და შემდეგ გავხდეთ ნატო-ს წევრი. ეს არის ჩვენი ევროპელი და ნატო-ს წევრი ქვეყნების მოსაზრება. რაც შეეხება კითხვას, რას ვფიქრობ პუტინზე, 2008 წელს სრულმასშტაბიანი ომი გვქონდა. 90-იან წლებში, როცა საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა, ჩვენს რეგიონებში, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, ბოლო 30 წლის განმავლობაში სამჯერ გვქონდა აგრესიასთან შეხება. ჩვენი მთავრობის პოლიტიკა მდგომარეობს შემდეგში - ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აღვიდგინოთ მშვიდობიანი მოლაპარაკების საფუძველზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კითხვაზე: პუტინის დაპირებას ენდობა თუ არა საქართველოს ხელისუფლება, პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლებას პუტინთან კონტაქტი 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია.

"ჩვენ კონტაქტები არ გვქონია მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვედით, 2012 წლის შემდეგ. არანაირი პოლიტიკური კონსულტაცია არ გვქონია. მხოლოდ ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობები არსებობს, ამიტომ ეს არის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ნახეთ ვიდეო: