ავტორი:

"საჭირო იყო სასწაული, რომელიც თავისი ფეხით "მივიდა" თამირ საპირთან" - როგორ გახდა თემურ სეფიაშვილი დონალდ ტრამპის მეგობარი

"საჭირო იყო სასწაული, რომელიც თავისი ფეხით "მივიდა" თამირ საპირთან" - როგორ გახდა თემურ სეფიაშვილი დონალდ ტრამპის მეგობარი

ისინი ასაკით თითქმის თანატოლები იყვნენ. რისკიანები, უფრო სწორად, ავანტიურიზმში რომ გადადის, იმდენად რისკიანები. ორივე წარმატებაზე ოცნებობდა, თუმცა ერთს მილიონერი მამა ჰყავდა და აწყობილ ბიზნესში ჩაერთო, მეორე კი შორეული საბჭოთა კავშირიდან ჩამოსული ემიგრანტი იყო, რომელსაც საზიარო ელექტრონიკის მაღაზია ჰქონდა მანჰეტენზე. მათი შეხვედრა შეიძლება საერთოდ არ შემდგარიყო, რომ არა... ტელევიზორები.

1975 წლის მაისში დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკში მდებარე წამგებიანი სასტუმრო Commodore 10 მილიონ დოლარად იყიდა და მისი განახლება გადაწყვიტა. სასტუმროს ნომრებისთვის საჭირო 200 ტელევიზორი, რაც თამირ საპირისა და სემ კისლინის მაღაზიაში შეუკვეთა, მხოლოდ იმ პირობით, რომ თანხას რამდენიმე თვის შემდეგ გადაიხდიდა.

30 წლის დონალდ ტრამპი მაშინაც ისეთივე თავდაჯერებული და ამბიციური იყო, როგორც 2016 წელს საპრეზიდენტო არჩევნების წინ. საპირისა და კისლინისთვის, რომლებიც სერიოზულ ბიზნესს მაშინ იწყებდნენ, ეს შეკვეთა ძალზე საჭირო იყო და ისინი დათანხმდნენ ტრამპის წინადადებას. ამ გადაწყვეტილებამ მომავალში დიდი როლი ითამაშა საბჭოთა ემიგრანტების წარმატებაში.

გასული საუკუნის 70 იანი წლების ბოლოს, დონალდ ტრამპი უკვე მულტიმილიონერი იყო და საკმაოდ დიდ ბიზნეს-პროექტებში იყო ჩართული. თამირ საპირს კი პირველი მილიონი ჯერ საშოვნელი ჰქონდა და ამისთვის მხოლოდ ელექტრონიკის ერთი მაღაზია ნამდვილად არ იყო საკმარისი, საჭირო იყო სასწაული, რომელიც თავისი ფეხით "მივიდა“ თამირ საპირთან. ათწლეულების შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში ის იხსენებდა: ჩემს წარმატებაში გადამწყვეტი როლი ედუარდ შევარდნაძემ ითამაშა. ერთხელ, ჩემს მაღაზიას ესტუმრა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე. მისი პირადი დაცვის ერთ-ერთი წევრი ჩემი ბავშვობის მეგობარი აღმოჩნდა. ვთხოვე, დამეხმარე საქართველოში მამაჩემის საფლავის მოსანახულებლად ჩასვლაში-მეთქი. განაგრძეთ კითხვა

შენიშვნა: მთავარ ფოტოზე დონალდ ტრამპი, თამირ საპირი და მისი ვაჟი, ალექსი საპირი