ავტორი:

"გუშინ, დიდი ხანი ითმინეს აქციის ორგანიზატორებმა, მაგრამ ბოლოს გაახმოვანეს "ბაკურიანის გეგმა" - როგორ ეხმაურება კობახიძე გუშინდელ აქციას?

"გუშინ, დიდი ხანი ითმინეს აქციის ორგანიზატორებმა, მაგრამ ბოლოს გაახმოვანეს "ბაკურიანის გეგმა" - როგორ ეხმაურება კობახიძე გუშინდელ აქციას?

გუშინ, დიდი ხანი ითმინეს აქციის ორგანიზატორებმა და პოლიტიკურ გზავნილებს არ აჟღერებდნენ, მაგრამ ბოლოს გაახმოვანეს „ბაკურიანის გეგმა“, რომელიც ქვეყნის წალეკვას ითვალისწინებს - სააკაშვილის და დიღმელაშვილის წასალეკი ქვეყანა არ გვაქვს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, გუშინ გამართულ შეკრებაზე ბევრი ადამიანი გამოვიდა, თუმცა დამატებით 3 მილიონზე მეტი მოქალაქეა, რომელიც ევროპას უჭერს მხარს.

"ამ შეკრებაზე გამოვიდა საზოგადოება, რომელსაც უნდა ევროპა. როგორც მოგეხსენებათ ევროპა უნდა ბევრად მეტს, ვიდრე, თუნდაც გუშინ იყო გამოსული. გუშინ, ბევრი ადამიანი იყო რუსთაველზე გამოსული, თუმცა საქართველოში დამატებით 3 მლნ და მეტი ადამიანია, რომელიც მხარს უჭერს ევროპას. ეს არის საქართველოს მოსახლეობის 85%.

ამასთან, ევროინტეგრაციის მიზანი პირდაპირაა დაფიქსირებული საქართველოს კონსტიტუციაში. გასული კვირების განმავლობაში გვიტრიალებენ იმ მუხლს, რომელიც ჩვენი ხელით ჩავწერეთ კონსტიტუციაში და ამ ადამიანებმა ხმა არ მისცეს - ცინიზმი აქაა და ვინაა ევროპის მომხრე რეალურად და ვინ არა, აქედან კარგად ჩანს.

გუშინ დიდი ხანი ითმინეს აქციის ორგანიზატორებმა - პოლიტიკურ გზავნილებს არ აჟღერებდნენ, რათა ხალხი არ დაშლოდათ, მაგრამ ბოლოს მაინც გაახმოვანეს ბაკურიანის გეგმა. გეგმა, რომელიც ითვალისწინებს "შულავერის კომიტეტის" გამომზეურებას და რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის წალეკვას. ეს იყო ტერმინი, რომელიც გამოიყენა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა. სააკაშვილის და დიღმელაშვილის წასალეკი ქვეყანა არ გვაქვს. ქვეყნის წალეკვის მორიგი მცდელობაც იქნება წარუმატებლად დასრულებული, საქართველოში იქნება მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა, რის გარეშეც ევროპაში ვერ შევალთ",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.