ავტორი:

"სინამდვილეში ისინი არიან დანამატი იმ პარტიისა, რომელსაც ჰქვია "ნაცმოძრაობა" - კობახიძე ევროპარლამენტარებზე, რომლებმაც აქციაზე შეკრებილებს მიმართეს

"სინამდვილეში ისინი არიან დანამატი იმ პარტიისა, რომელსაც ჰქვია "ნაცმოძრაობა" - კობახიძე ევროპარლამენტარებზე, რომლებმაც აქციაზე შეკრებილებს მიმართეს

მათ აქვთ მოსხმული ევროპული მანტია, სინამდვილეში არიან მარტივი დანამატი იმ პარტიისა, რომელსაც ჰქვია "ნაცმოძრაობა", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ იმ ევროპარლამენტარებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლებმაც გუშინ გამართულ აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართეს.

კობახიძე აცხადებს, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც აფილირებულნი არიან "ნაციონალურ მოძრაობასთან" და საქართველოში პოლარიზაციას უწყობენ ხელს.

"არიან კონკრეტული ადამიანები, ისინიც აფილირებული არიან პირდაპირ "ნაცმოძრაობასთან", ისინიც არიან პოლარიზაციის ხელშემწყობი ადამიანები საქართველოში, რაც არის ძალიან სამწუხარო, რადგან მათ აქვთ მოსხმული ევროპული მანტია.

თუმცა, სინამდვილეში არიან მარტივი დანამატი იმ პარტიისა, რომელსაც ჰქვია "ნაცმოძრაობა" და ისინიც ხელს უწყობენ პოლარიზაციას ჩვენს ქვეყანაში.

მათი გვარები, სახელები ყველამ ვიცით, ზეპირად დაიმახსოვრა საზოგადოებამ,"- განაცხადა კობახიძემ.