ავტორი:

ილონ მასკის უფროსმა შვილმა სახელისა და სქესის შეცვლა გადაწყვიტა - მას მამისგან სრული დისტანცირება სურს

ილონ მასკის უფროსმა შვილმა სახელისა და სქესის შეცვლა გადაწყვიტა - მას მამისგან სრული დისტანცირება სურს

ილონ მასკი ახალ სკანდალში გაეხვა. არსებული ინფორმაციით, მასკის ერთ-ერთმა შვილმა, ხავიერმა, სახელის შეცვლაზე მოთხოვნა შეიტანა. ამის მიზეზად სახელდება მისი სურვილი, რომ მამისგან დისტანცირდეს.

Twitter-ზე ვრცელდება იურიდიული დოკუმენტების ამსახველი ფოტო, რომლებიც ლოს-ანჯელესის ოლქშია სახელის შესაცვლელად შეტანილი. მასკის შვილის განაცხადზე მოსმენა პარასკევსაა ჩანიშნული.

მასკი და მისი შვილები

TMZ იტყობინება, რომ განაცხადი 18 წლის ხავიერ მასკის მიერაა შეტანილი. გამოცემის ცნობითვე ხავიერს სქესის შეცვლა და ახალი დაბადების მოწმობის მიღება სურს.

მასკის ტრანსგენდერი შვილი ამის მიზეზად გენდერულ იდენტობას ასახელებს და ასევე იმას, "რომ აღარ ცხოვრობს ბიოლოგიურ მამასთან და არ სურს მასთან რაიმე სახის კავშირი ჰქონდეს."

TMZ- ის ცნობით, ხავიერის ახალი სახელი ვივიენ ჯენა უილსონი იქნება (ის დედის გვარზე გადადის). ხავიერს სურს, რომ "ის ქალად აღიარონ".

მასკს სულ 7 შვილი ჰყავს - ხავიერის ტყუპისცალი - გრიფინი, ვივიენი, კაი, საქსონი, დემიენი, X AE A-XI და Exa Dark Sideræl.

ცნობისთვის, წარსულში, მასკს ხშირად გაუკეთებია სოციალურ ქსელში ჰომოფობიური განცხადებები, რის გამოც მას ბევრი აკრიტიკებდა.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა