ავტორი:

"არასამსახურეობრივ პერიოდში ყველას შეუძლია გამოხატოს საკუთარი პოზიცია" - კობახიძე სამგორის გამგებლის პოსტზე

"არასამსახურეობრივ პერიოდში ყველას შეუძლია გამოხატოს საკუთარი პოზიცია" - კობახიძე სამგორის გამგებლის პოსტზე

არასამსახურეობრივ პერიოდში ყველას შეუძლია გამოხატოს საკუთარი პოზიცია, - ასე ეხმიანება პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სამგორის გამგებლის განცხადებას, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და შემდეგ წაშალა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ის ამ განცხადების შინაარს არ იცნობს და კომენტარს ვერ გააკეთებს, თუმცა, მისი თქმით, "ყველას შეუძლია საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს, გამოხატვის თავისუფლება არის ქვეყანაში".

ცნობისათვის, სამგორის რაიონის გამგებელი, კახა სამხარაძე გუშინ გამართული აქციის, „შინ ევროპისკენ“ მონაწილეებს შეურაცხმყოფელად მოიხსენიებს.

"მე არ ვიცი, ვინ როგორ მოიქცა, მაგრამ დღეს იქ ვინც მივიდა, მე ისევ ვიმეორებ, ჩემს თაობას ვეუბნები, მაგარი ს…-ები ხართ, ქვეყნის მტრები ხართ და ვისაც გინდათ პასუხი პირადად გაგცეთ, მზად ვარ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე შევხვდეთ, ვისაც გეტკინათ“, - წერს სამგორის გამგებელი სოციალურ ქსელში.

ასევე ნახეთ: