ავტორი:

"თქვენც ნაცები ყოფილხართ… უბრალოდ, ჯერ არ იცით ამის შესახებ" - გია ხუხაშვილი 20 ივნისის აქციაზე და ხელისუფლების შეცვლილ რიტორიკაზე

"თქვენც ნაცები ყოფილხართ… უბრალოდ, ჯერ არ იცით ამის შესახებ" - გია ხუხაშვილი 20 ივნისის აქციაზე და ხელისუფლების შეცვლილ რიტორიკაზე

20 ივნისის ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქციის გამართვამდე ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ამბობდა, რომ ეს "ნაციონალური მოძრაობის" აქცია იყო, თუმცა აქციის შემდეგ, რიტორიკა შეცვალეს და დღეს იმის შესახებ საუბრობენ, რომ აქციაზე "ქართული ოცნების" მხარდამჭერებიც იყვნენ.

  • აღნიშნულ თემას ექსპერტი გია ხუხაშვილი ეხმიანება და "ფეისბუქში" გამოქვეყნებული პოსტით ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავს:

"გუშინ ხომ ამბობდით, ნაცების აქციააო - დაინახეთ რომ ამდენი ნაცი პრობლემაა….კაი, დღეს ამბობთ, რომ იქ თქვენი მხარდამჭერებიც იყვნენ - თუ თქვენი მხარდამჭერები და მეგობრები იქ იმას უკრავდნენ ტაშს, რასაც ხელისუფლებაზე ამბობდნენ გამომსვლელები, თქვენც ნაცები ყოფილხართ…

უბრალოდ, ჯერ არ იცით ამის შესახებ…" - წერს გია ხუხაშვილი.