ავტორი:

"სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში ეგ სიტყვა ნიშნავს ჩიტს... ჩვენ ამ სიტყვებით ვესაუბრებით ერთმანეთს, მეგობრები" - სამგორის გამგებელი

"სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში ეგ სიტყვა ნიშნავს ჩიტს... ჩვენ ამ სიტყვებით ვესაუბრებით ერთმანეთს, მეგობრები" - სამგორის გამგებელი

სამგორის გამგებელი, კახა სამხარაძე ამბობს, რომ სიტყვა, რომელიც მან ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციაზე შეკრებილთა მისამართით გამოიყენა, სულხა-საბა ორბელიანის ლექსიკონში ჩიტს ნიშნავს. ამის შესახებ სამხარაძემ "მთავარ არხთან" საუბრისას განაცხადა.

"ჩემი Facebook-ი არის ჩემი პირადი გვერდი. ეს არ აღნიშნავს საზოგადოებას და არც პოლიტიკოსს, ეს არის გათვლილი ჩემს მეგობრებზე. არ იყო ეს საჯარო სტატუსი. ჩემი Facebook-ჯგუფი არის დახურული - ვინ გახსნა, როდის გახსნა, მე ეს არ ვიცი.

ის სიტყვა, რომელზეც თქვენ ერთი ამბავი ატეხეთ, ჩაიხედეთ სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში და განმარტებაც ნახეთ.

ჩვენ ამ სიტყვებით ვესაუბრებით ერთმანეთს, მეგობრები...

სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით ლექსიკონში ეგ ნიშნავს ჩიტს, მაგ სიტყვა, რაზედაც თქვენ ატეხეთ ერთი ამბავი", - ამბობს სამხარაძე.

  • ცნობისთვის, სამხარაძემ 20 ივნისს გამართული აქციის, "შინ ევროპისკენ“ მონაწილეები შეურაცხმყოფელად მოიხსენია. გამგებელი აქციას სოციალურ ქსელში შემდეგი პოსტით გამოეხმაურა:

"ვფიქრობდი დამეწერა, რომ აქციაზე გასვლას თუ აპირებთ, ნუ დაუშვებთ შეცდომას, მაგრამ ვიფიქრე, მე ჩემს თაობაზე მაქვს აქცენტი, რომ ჩემმა თაობამ ბევრი ჭირ-ვარამი გადავიარეთ და ყველაფერი სწორად შევაფასეთ და იმედი მქონდა, რომ თქვენ შვილებს, გვერდზე მდგომებსაც შეუძახებდით შეცდომა არ დაეშვათ!

მე არ ვიცი, ვინ როგორ მოიქცა, მაგრამ დღეს იქ ვინც მივიდა, მე ისევ ვიმეორებ, ჩემს თაობას ვეუბნები, მაგარი ს…-ები ხართ, ქვეყნის მტრები ხართ და ვისაც გინდათ პასუხი პირადად გაგცეთ, მზად ვარ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე შევხვდეთ, ვისაც გეტკინათ“, - ნათქვამი იყო სამხარაძის პოსტში.

ნახეთ ვიდეო: