ავტორი:

"მძიმე დაბომბვა გრძელდება..." - რისთვის ემზადება რუსეთი? რა ინფორმაციას ავრცელებს ბრიტანეთის თავდაცვა უკრაინის ცხელ წერტილებში არსებულ მდგომარეობაზე

"მძიმე დაბომბვა გრძელდება..." - რისთვის ემზადება რუსეთი? რა ინფორმაციას ავრცელებს ბრიტანეთის თავდაცვა უკრაინის ცხელ წერტილებში არსებულ მდგომარეობაზე

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თვითგამოცხადებული ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ძალების მსხვერპლი, შესაძლოა, თავდაპირველი ძალის დაახლოებით 55%-ს შეადგენდეს.

"მძიმე დაბომბვა გრძელდება, რადგან რუსეთი ცდილობს, ალყაში მოაქციოს სევეროდონეცკის ტერიტორია ჩრდილოეთით იზიუმის და სამხრეთით პოპასნაიას გავლით. რუსეთი დიდი ალბათობით ემზადება დონბასში დიდი რაოდენობით სარეზერვო შენაერთების განლაგების მცდელობისთვის", -აღნიშნულია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

უწყებაში განმარტავენ, რომ რუსეთის ხელისუფლება 25 მარტის შემდეგ უკრაინაში დაღუპულთა საერთო რაოდენობის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს, თუმცა დაღუპულთა შესახებ მონაცემებს აქვეყნებს თვითგამოცხადებული "დონეცკის სახალხო რესპუბლიკა", რაც მიანიშნებს, რომ რუსული და პრორუსული ძალები დონბასში მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდიან.

"მათ აღიარეს, რომ 16 ივნისის მდგომარეობით, 2 128 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 8 897 დაიჭრა. თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მსხვერპლის მაჩვენებელი უდრის მისი თავდაპირველი ძალის დაახლოებით 55%-ს, რაც ხაზს უსვამს უჩვეულო დანაკარგებს, რასაც რუსული და პრორუსული ძალები დონბასში განიცდიან,“- აცხადებენ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყებაში.

მათივე ცნობით, დიდი ალბათობით, თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ძალები აღჭურვილია მოძველებული იარაღითა და აღჭურვილობით.