ავტორი:

ფრანგული პარფიუმერიის კოსმეტიკური ბრენდი „ლოქსიტანის“ ბუტიკი მალე სითი მოლში გაიხსნება

ფრანგული პარფიუმერიის კოსმეტიკური ბრენდი „ლოქსიტანის“ ბუტიკი მალე სითი მოლში გაიხსნება

ფრანგული პარფიუმერიის კოსმეტიკური ბრენდი „ლოქსიტანი“, რომელიც 1976 წელს შეიქმნა, მსოფლიოს მასშტაბით 𝟗𝟑 ქვეყანაში 𝟑 𝟎𝟎𝟎-ზე მეტ ბუტიკს აერთიანებს. „ლოქსიტანის“ პირველი მაღაზიის კარი 𝟏𝟗𝟖𝟏 წელს პროვანსში გაიღო და დღესდღეობით მდებარეობს ისეთ პრესტიჟულ ქალაქებში, როგორებიცაა: პარიზი, ნიუ-იორკი, ჰონგ-კონგი და ტოკიო. დღეს „ლოქსიტანის“ ყვითელი, კაშკაშა სივრცე ქ.თბილისში,ი.ჭავჭავაძის გამზ.#𝟒𝟎-ში, ბუტიკში გელით.

ფრანგული კოსმეტიკისა და პარფიუმის ბრენდ „ლოქსიტანის“ თბილისში დაბრუნებასთან დაკავშირებით სრულიად განსხვავებული წვეულება გაიმართა. მაგიური ნივთები, ლამაზი და დახვეწილი გარემო, სურნელოვანი პარფიუმი და ფრანგული კოსმეტიკა - ეს ის სამყაროა, რომელსაც „ლოქსიტანის“ ულამაზესი ყვითელი სივრცე გთავაზობთ! 𝐋'𝐎𝐜𝐜𝐢𝐭𝐚𝐧𝐞, ლოოო-ქსიი-ტანი, თვითონ ბრენდის ეს ულამაზესი სახელი ნიშნავს „ქალბატონებს ოქსიტანიიდან“, ოქსიტანია კი სამხრეთ საფრანგეთის ძველი გეოგრაფიული დასახელებაა, სადაც ხარობს „ლოქსიტანის” პროდუქციის მთავარი ინგრედიენტები: ლავანდა, ნუშის ხე, ვერბენა და უკვდავა. ბრენდის პროდუქცია პირდაპირ პროვანსიდანაა, გამორჩეული შემადგენლობისაა და მხოლოდ ნატურალურ ინგრედიენტებს შეიცავს.

ბუტიკში თქვენ აღმოაჩენთ ლოქსიტანის სხეულისა და სახის მოვლის მრავალფეროვან ასორტიმენტს; ისეთ ცნობილ ხაზებს, როგორიცაა ნუშის, ვერბენას, შიის, აქვასა და უკვდავას ხაზები. მათი სურნელი და ნაზი, ჰაეროვანი სტრუქტურა ნებისმიერ მომხმარებელს განსაკუთრებულ ქალად აგრძნობინებს თავს.

გასნაკუთრებული სიყვარულით გვინდა, გამოვყოთ 𝐋'𝐎𝐜𝐜𝐢𝐭𝐚𝐧𝐞 𝐈𝐦𝐦𝐨𝐫𝐭𝐞𝐥𝐥𝐞 საამაყო პროდუქცია, რომელიც ღვთაებრივ უკვდავას შეიცავს, 𝑰𝒎𝒎𝒐𝒓𝒕𝒆𝒍𝒍𝒆 ულამაზესი ყვითელი ყვავილია და ქართულად „უკვდავას“ ნიშნავს და შექმნილია ქალბატონების მარადიული სილამაზისთვის. ბრენდი ჭავჭავაძის ბუტიკში წარმოდგენილია სამი განსხვავებული ხაზით: ლოქსიტანის Immortelle Precious-ს ხაზი, გთავაზობთ დაბერების პირველი ნიშნებთან ბრძოლისთვის სრულ სერიას. 𝐈𝐦𝐦𝐨𝐫𝐭𝐞𝐥𝐥𝐞 Divines-ს ხაზი იცავს კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან, ეფექტურად ამცირებს ნაოჭებს და სახის ნაკლოვანებებს. ხოლო, Immortelle Reset -გამორჩეული შრატები და კრემები - განკუთვნილია ყველა ტიპისა და ასაკის კანისთვის, სავსეა სასარგებლო ინგრედიენტებით, რომლებიც ხელს უწყობენ დაღლილობის ნიშნების შემცირებას, ნაოჭების პრევენციას და ებრძვიან უკვე წარმოქმნილ ნაოჭებს, არბილებენ და ათანაბრებენ კანის ზედაპირს.

ნატურალური ინგრიდიენტები „სილამაზის კუნძულიდან“, კორსიკიდან, პროდუქციის სურნელი და ნაზი, ჰაეროვანი სტრუქტურა ქალბატონებს სილამაზესა და თავდაჯერებულობას მატებს და,რაც მთავარია, თანდაყოლილ ბედნიერებას ანიჭებთ. ეს არის მიზეზი, რატომაც ირჩევენ მსოლფლიოს ყველაზე ლამაზი ქალბატონები ფრანგულ ნატურალურ კოსმეტიკას, „ლოქსიტანის“ პროდუქციას, სახისა და სხეულის ყოველდღიური მოვლისთვის!

უახლოეს მომავალში ფრანგული სუნამოების, სხეულისა და სახის მოვლის საშუალებების მწარმოებელი კომპანია „ლოქსიტანი“ თბილისში კიდევ ერთ სილამაზის სივრცეს, ამჯერად სითი მოლში შემოგვთავაზებთ, სადაც გელით ბევრი სიახლე, ახალი ხაზები, გამორჩეულად ლამაზი და თბილი გარემო.

R