ავტორი:

"ველოდები, რომ ისევ შევიკრიბებით, შეიძლება მეც ვიყო" - ირაკლი ზარქუა 24 ივნისის აქციაზე

"ველოდები, რომ ისევ შევიკრიბებით, შეიძლება მეც ვიყო" - ირაკლი ზარქუა 24 ივნისის აქციაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა არ გამორიცხავს, რომ 24 ივნისს დაგეგმილ აქციაზე თავადაც წავიდეს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუმარტა, საქართველო ევროპულ ინტეგრაციას იმსახურებს და ამაში ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც ხელი უნდა შეუწყონ.

"ეროვნული თანხმობაა საჭირო, რომ ჩვენი ევროპული პერსპექტივა ცხადი გახდეს. რას ველოდები? ველოდები, რომ ისევ შევიკრიბებით, მათ შორის ჩვენი მომხრეები. შეიძლება მეც ვიყო(24 ივნისის აქციაზე).

მშვიდობიანად ჩატარდა 20 ივნისის აქცია, რაც ქართული სახელმწიფოს საკადრისია. ასე რომ, მგონია, რომ საქართველო იმსახურებს ევროპულ ინტეგრაციას და ჩვენ ოპოზიციამ და ყველამ ამას ერთად ხელი უნდა შევუწყოთ" - ამბობს ზარქუა.