ავტორი:

"ივანიშვილმა Credit Suisse-ს ყოფილი ბანკირის თაღლითური სქემის გამო 607 მილიონი დოლარი დაკარგა" - რას წერს Bloomberg-ი

"ივანიშვილმა Credit Suisse-ს ყოფილი ბანკირის თაღლითური სქემის გამო 607 მილიონი დოლარი დაკარგა" - რას წერს Bloomberg-ი

"ქართველმა მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც შვეიცარიულ ბანკს, Credit Suisse-ს უჩივის ბანკის ყოფილი თანამშრომლის თაღლითობისთვის, ბოლო მონაცემებით, 607 მილიონი დოლარის ოდენობის ფინანსური დანაკარგი ნახა", - ამის შესახებ გამოცემა "ბლუმბერგი" წერს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ თავდაპირველი ინფორმაციით, ივანიშვილის ზარალი 553-მილიონ დოლარს შეადგენდა, თუმცა განახლებული მონაცემებით დანაკარგი თავდაპირველ მონაცემზე 10 პროცენტით მეტია.

როგორც "ბლუმბერგი“ წერს, აღნიშნულის შესახებ გუშინდელ სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი, რომელსაც ბერმუდის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ნარინდენ ჰარგუნი უძღვებოდა.

აღსანიშნავია, რომ მარტში მოსამართლემ Credit Suisse გააკრიტიკა და თქვა, რომ ბანკმა "თვალი დახუჭა" პატრის ლესკოდრონის თაღლითურ დანაშაულზე.

ბანკის ცნობით, ფრანგი რომელიც თაღლითურ საქმიანობას ეწეოდა და რომელიც 2018 წელს გაასამართლეს "მარტოხელა მგელი“ იყო და მისი თაღლითური საქმიანობის შესახებ ბანკმა არაფერი იცოდა.

Credit Suisse Life-ის ადვოკატის, ჯონათან ქროუს თქმით, ის ეთანხმება მოსამართლეს და აღიარებს განახლებულ მონაცემებს ივანიშვილის ზარალის რაოდენობასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილსა შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს შორის დავა დიდი ხანია მიმდინარეობს. ფინანსური დავა ივანიშვილმა თავდაპირველად ბანკს მოუგო, თუმცა შემდეგ კვლავ უჩივლა, რადგანაც არსებული ინფორმაციით, ბანკმა ივანიშვილის კომპანიის ოპერაციები შეაყოვნა, რითაც ექსპრემიერს მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მიადგა.