ავტორი:

დამანგრეველი მიწისძვრა ავღანეთში - დაღუპულია სულ მცირე, 920 ადამიანი: დანგრეული სახლები და ნანგრევებში მოყოლილი ათობით ადამიანი (ფოტოები)

დამანგრეველი მიწისძვრა ავღანეთში - დაღუპულია სულ მცირე, 920 ადამიანი: დანგრეული სახლები და ნანგრევებში მოყოლილი ათობით ადამიანი (ფოტოები)

ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 920 ადამიანი დაიღუპა და 600-მდე დაშავდა - ინფორმაციას "თალიბანის" წარმომადგენლები ავრცელებენ.

მათი ცნობით, 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქალაქ ხოსტიდან 44 კილომეტრში მოხდა, რომელიც პაკისტანის საზღვართან მდებარეობს.

"სამწუხაროდ, წუხელ ძლიერი მიწისძვრა მოხდა პაქტიკას პროვინციის ოთხ რაიონში, რის შედეგადაც დაიღუპა და დაშავდა ჩვენი ასობით თანამემამულე და დაინგრა ათობით სახლი. ყველა დამხმარე ორგანიზაციას მოვუწოდებთ, სასწრაფოდ გამოგზავნონ ჯგუფები რაიონში, რათა თავიდან ავიცილოთ შემდგომი კატასტროფა", - წერს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი, ბილალ კარიმი "ტვიტერზე“.

ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო Bakhtar-ი ასობით დაღუპულის შესახებ იტყობინება. სააგენტოს ცნობით, მაშველები ადგილზე ვერტმფრენებით გადაფრინდნენ.

მათივე ინფორმაციით, პაკტიკაში 90 სახლი განადგურდა და ნანგრევების ქვეშ ათობით ადამიანია მოყოლილი.

ხოსტის პროვინციის მხოლოდ ერთ უბანში, მიწისძვრამ 25 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

პაკისტანის პრემიერ მინისტრმა, შაჰბაზ შარიფმა ოფიციალურ განცხადებაში მწუხარება გამოთქვა დაღუპულთა გამო და თქვა, რომ მისი ქვეყანა ავღანელ ხალხს დახმარებას აღმოუჩენს. ავღანეთში მომხდარ კატასტროფას გამოეხმაურა გაეროს წარმოამდგენელი ავღანეთში, რამის ალაკბაროვიც, რომელმაც "ტვიტერზე" დაწერა, რომ "დახმარება გზაშია".

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა